რეგისტრირებული ფაქტები91623
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიხეილ ამირიძეს, პეტრე მირიანაშვილსა და კონსტანტინე ყიფიანს ხელნაწერების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის შენობის დარბაზში გამართულ „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომას დაესწრო.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ილია ჭავჭავაძე ანტონ ფურცელაძის სახლში დაესწრო მწერლის ახალი რომანის, „მაცი ხვიტიას“ საჯარო კითხვას.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წელს თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილეს ივანე ფიცხელაურის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა გლეხ ანდრია ურჯუკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრა.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში გლახა და აკა ავსაჯანიშვილების საქმე განიხილეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე და კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელებმა საზოგადოებას ფული შესწირეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ იონა მეუნარგიას დაავალა, ილუსტრაციების დასახატად მიხაი ზიჩისთვის „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი გადაეთარგმნა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველი სხდომაზე ილია ჭავჭავაძე ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 13 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ ხმამაღლა წაიკითხა პოემის ერთი თავი – „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 დეკემბერს ისიდორე რამიშვილმა და არსენ წითლიძემ ილია ჭავჭავაძეს გურიის სოფელ აკეთში დაარსებული წიგნსაცავისთვის წიგნების შეწირვა სთხოვეს. ილიამ თავისი ოთხტომეული გადასცა და ახალი წლის შესახვედრად ოჯახში დაპატიჟა.

