რეგისტრირებული ფაქტები90108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის მაისში ალექსანდრე ივანეს ძე სავანელი დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივნისის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ყაზბეგთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდების პროექტის დასამტკიცებლად და საბანკო საქმეში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად მოსკოვში ჩავიდა და დიდი ბრონის შესახვევის №43-ში დაბინავდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წელს დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად დაინიშნა.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი იყო.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 23 იანვარი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი გლეხობისათვის“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ბაქრაძის სახლში სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენებას პარხლის სახარებისა და შატბერდის კრებულის შესახებ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 1-ელ იანვარს ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს ბანკიდან ათასი მანეთის წინასწარ მიცემა სთხოვა, ილიამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს პავლე მიხეილის ძე ლეონტიევი მოსკოვში უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის დირექტორი იყო.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკში მოიწვია ყრილობა, რათა შეექმნათ სოციალ-ფედერალისტებზე უფრო ეროვნული იდეის მატარებელი პარტია. ყრილობაზე ეროვნული და დემოკრატიული მოძრაობის შექმნის თაობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 85 ადამიანი დაესწრო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 8 იანვარი“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ინტერესი ბულგარეთისადმი“.
1847
ტიპი: გარდაცვალება
1847 წელს გერგებილის იერიშის დროს დაიღუპა ილია ჭავჭავაძის ბიძა გარსევან ჭავჭავაძე.
1849
ტიპი: ღონისძიება
1849 წელს გრიგოლ ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო დაღესტნის სამხედრო ექსპედიციაში.
1848
ტიპი: მფლობელობა
1848 წელს გრიგოლ ჭავჭავაძემ თავისი მამულების განკარგვა ანდო მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, კაპიტან იოსებ წილოსანს, რომელმაც ჭავჭავაძეთა მამულების გარანტიით დიდი სესხი აიღო და ვეღარ დააბრუნა. ამის გამო ილიას მამაპაპეულ ადგილ-მამულს გაყიდვა ემუქრებოდა.
1848
ტიპი: გარდაცვალება
1848 წლის 4 მაისს სახადით დაიღუპა ილია ჭავჭავაძის დედა მარიამ ბებურიშვილი-ჭავჭავაძისა.
1848
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1848 წელს გრიგოლ ჭავჭავაძეს საცხოვრებლად გადავიდა დასთან, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავთან, რათა ის დახმარებოდა ძმას ბავშვების აღზრდაში.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 14 მაისს ილია ჭავჭავაძე საოლქო სასამართლოს ბრძანებით დუშეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობისგან გაათავისუფლეს.

