რეგისტრირებული ფაქტები90108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც რევიზიის შედეგები განიხილეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იაკობ გოგებაშვილის მიერ წინარეხის სკოლის სასწავლო პროგრამის შესახებ მომზადებული პროექტი არ დაამტკიცეს, რადგან იმაზე მეტ დათმობებს ითვალისწინებდა, ვიდრე საზოგადოების წესდების დაურღვევლად იყო შესაძლებელი.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ სერგეი მესხს გაუგზავნა სტატია „კატკოვის პასუხად“ მოკლე ბარათთან ერთად და შესთავაზა, მასალა დაბეჭდვამდე ერთობლივად წაეკითხათ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს ქუთაისის სკოლების დირექციათა წერილობით ინფორმაცია იქ არსებული მდგომარეობის შესახებ და მათთვის სახელმძღვანელოების გაგზავნის საკითხი გადაწყვიტეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება, რომ ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების მიწოდება ეთხოვათ გეოგრაფიული საზოგადოების, კავკასიის არქეოგრაფიის კომისიის, სტატისტიკის კომიტეტისა და სხვა დაწესებულებებისთვის.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ალექსანდრე სარაჯიშვილს სოფლის სკოლათა შენობებისთვის გეგმის შედგენის ორგანიზება დაავალეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების სასარგებლოდ თანხის შემომწირველებს მადლობა გადაუხადეს.
1838
ტიპი: გარდაცვალება
1838 წელს დაღესტანში დაიღუპა ილია ჭავჭავაძის ბიძა ალექსანდრე პაატას ძე ჭავჭავაძე.

