რეგისტრირებული ფაქტები91614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 რედაქტორის სახელზე ელისაბედ ღოღობერიძის წერილი დაიბეჭდა. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: გიორგი ნინუა, გიორგი ახობაძე, დათიკო შენგელია და სხვები.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 მაისს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ მხარი დაუჭირა ვასილ გიორგის ძე მაჩაბლის წინადადებას, დაეფინანსებინათ საცხენისიდან თელავში გადატანილი სასწავლებელი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ჟურნალიდან „Отечественные Записки“ ჯორჯ ლეთროპის ნოველა „გარიყული“ თარგმნა. ჟურნალში ტექსტი უავტოროდ და შეცვლილი სათაურით („Нью-йоркский бродяга“) იყო დაბეჭდილი, ამიტომ ნოველა ილიამაც უავტოროდ და შეცვლილი სათაურით („უბინაო კაცი ნიუ-იორკში“) გამოაქვეყნა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსი ჭიჭინაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის სკოლებში სარევიზიოდ გაგზავნა გადაწყვიტეს.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ანასტასია თუმანიშვილის თხოვნა სახალხო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბანკის მსახურთათვის სააღდგომო პრემიის მიცემაზე შეთანხმდნენ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 მაისს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ მოიწონა ბანკის შემოსავლიდან ქალთა სასწავლებლის დასაარსებლად შემოწირულობის გამოყოფის საკითხი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის მარტში მიხეილ მაჩაბელმა უარი თქვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობაზე.
1857
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1857 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძის მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ ყვარელში მათ მეზობლად მცხოვრებ ნათესავთან, სოლომონ ჭავჭავაძესთან დადო გარიგება, რომლის მიხედვითაც სოლომონს მისი ძმისწულისთვის უნივერსიტეტის დასრულებამდე პეტერბურგში თვეში ოთხასი მანეთი უნდა ეგზავნა, ილია კი ვალდებული იყო, ცოლად მოეყვანა მისი ქალიშვილი ელისაბედი.

