რეგისტრირებული ფაქტები91614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 25-26 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. კრებაზე 1876 წლის საქმიანობის ანგარიში და ბანკის წესდების ცვლილების პროექტი განიხილეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885-1888 წლებში ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილმა შექმნა ქართული ხალხური სიმღერების ეთნოგრაფიული გუნდი „ქართული ხორო“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბესარიონ ლომინაძეს, ბესარიონ ნიჟარაძესა და ვასილ ბიბილაშვილს მადლობა გადაუხადეს ხელნაწერი წიგნის, სვანეთში ნაპოვნი ორი ისრისა და ორი ხელნაწერი რვეულის გადაცემისთვის.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 17 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 16 მაისი“ („ხვალ, 18 მაისს განკითხვის დღეა...“), რომელშიც თბილისის ამომრჩევლებს მოუწოდებს, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ კანდიდატებს არა ეროვნული ნიშნით, არამედ დამსახურების მიხედვით.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 6 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ რუსეთის სამიწათმოქმედო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომიტეტს სთხოვა, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრება V ყრილობის შრომებთან დაკავშირებით.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბრის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ 12 საათზე სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გაიმართებოდა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნად შემდგარი საიუბილეო კომიტეტისა და საზოგადოების კრება.

