რეგისტრირებული ფაქტები91614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს დავით მელიქიშვილი პირადად ეწვია და რუსეთის ხელისუფლებასთან მუქარის ტონით საუბრის გამო საყვედური გამოუცხადა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 9 მარტს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა „ივერიის“ რედაქციას ილია ჭავჭავაძის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის მეორე ნომრის შეჩერების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის თებერვალში ილია ოქრომჭედლიშვილმა მოსკოვიდან ილია ჭავჭავაძეს წერილი გაუგზავა და შეატყობინა, რომ მოუთმენლად ელოდა „ვისრამიანის“ დაბეჭდვას.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მეუღლეს წერილობით შეატყობინა, რომ საქმეების დასრულების შემდეგ, პირველ მარტს მოსკოვში გაემგზავრებოდა და ილია ოქრომჭედლიშვილთან 2 დღით დარჩებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 21 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ ილია ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“ წარმოადგენდნენ, დივერტისმენტად კი – „განდეგილს“.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გაგზავნილმა კავკასიელთა დელეგაციამ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის მიერ შედგენილი პროექტი დაიცვა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე და გიორგი ჟურული პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა შეხვედრაზე მიიწვია.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი ჟურულს სთხოვა, რომ მისთვის წერილობით წარედგინა მოხსენება ქართველი გლეხებისთვის მიწის სიმცირის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ თბილისში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვთან საუბრის შემდეგ იგი მიხვდა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან საუბარი უშედეგო იყო, ომი და სისხლისღვრა კი — გარდაუვალი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი ჟურულს დაუდასტურა, რომ საქართველოში უცხო ეროვნების ხალხზე მიწის გაცემა პრობლემა იყო, მაგრამ რუსეთიდან გლეხების გადმოსახლება და მათთვის მიწების საკუთრებაში გადაცემა არ შეწყდებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 22 თებერვალს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს შაქრო მაღალაშვილის მამულის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია იაკობ მანსვეტაშვილმა წერილობით შეატყობინა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან თბილისში კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ მეორე ნომრის გამოშვების ნებართვისთვის წერილი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ მის მოვალეობას გრიგოლ ყიფშიძე შეასრულებდა.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან წერილობით შეატყობინა თავის ცოლს, ოლღას, რომ ბანკის საქმეების გაჭიანურების გამო ისევ ვერ ახერხებდა თბილისში დაბრუნებას.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა, მიხაკო მღვდლიშვილმა და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პეტერბურგში, ლიტერატურულ–დრამატულ საღამოზე შემოსული სამი ათასი მანეთი ვასილ მაჩაბელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესანახად გამოატანეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს სტუდენტები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხაკო მღვდლიშვილი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე ესტუმრნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 25 აპრილს პოლიციის დეპარტამენტმა ილია ჭავჭავაძეზე ფარული მეთვალყურეობა დააწესა. ილიას სახელზე გაიხსნა საქმე, რომელშიც დაიწერა მონაცემები მისი გადაადგილების შესახებ.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წელს ილია ჭავჭავაძემ განიზრახა, რომ შეექმნა „ქართველ პროგრესისტთა ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია“. ჭავჭავაძემ პარტიის შესაქმნელად პროგრამა შეადგინა, თუმცა იდეა ვერ განახორციელა.

