რეგისტრირებული ფაქტები90085
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გ. ნასყიდაშვილი იყო ჯარისკაცი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 7 საათზე ნაძალადევის თეატრში გაიმართებოდა ლექცია ქართულ ენაზე. შესავალ სიტყვას სახალხო უნივერსიტეტების მნიშვნელობის შესახებ წარმოთქვამდა ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე, ხოლო ლექციას წაიკითხავდა გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში სოციალიზმის ისტორიას წაიკითხავდა რაჟდენ მათეს ძე არსენიძე, მსოფლიო ისტორიის შესავალს – გრიგოლ იასონის ძე ნათაძე, ევროპის ხალხთა ცხოვრებასა და ლიტერატურას – ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში ლიტერატურის ისტორიას, პოლიტიკურ ეკონომიკასა და სამართალს წაიკითხავდა სერგო ჟორჟოლიანი, ზოგად ისტორიას – ელიოზ გიორგის ძე ხუციშვილი, ფიზიკას – აკაკი ქავთარაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფოთიდან თბილისში დაბრუნებულა თბილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ჩაჩავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროს ჩაჩავას ფოთში დაუჭერია სამი ბოროტმოქმედი, რომლებსაც 75 ათასი რუბლი ჰქონიათ მიტაცებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საგანგებო დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილემ, პ. ზ. ფაჩულიამ სიონის ქუჩაზე აღმოაჩინა 1500 ფუთი შაქარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სიონის ქუჩაზე აღმოუჩენიათ 1500 ფუთი შაქარი. შინაგან საქმეთა მინისტრის საგანგებო ბრძანებულების გაცემამდე, აღმოჩენილი საქონელი შესანახად გადაეცა ხუნანცს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ს. დარჩია იყო ამიერკავკასიის კოოპერატივთა საბჭოს თავმჯდომარე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთებში, „Грузия“ და „Тифлисский Листок“ გამოქვეყნდა სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ იოსების ძე არდიშვილის ტელეფონოგრამა, რომელიც ეხებოდა გუბერნიის სასურსათო კომიტეტის ქონების სასურსათო საბჭოსთვის გადაცემას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ექიმმა ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძემ განაახლა პაციენტების მიღება შინაგან სნეულებათა და ქირურგიის განხრით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კ. ტერ-დავიდიანცის საბუღალტრო კურსები ტარდებოდა თბილისში, ნიკოლოზის ქუჩა 35-ში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძე ექიმი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში არითმეტიკას წაიკითხავდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე, ჰიგიენას – კონსტანტინე ლაზარეს ძე ტურიაშვილი, ასტრონომიას – არჩილ რაჟდენის ძე დეკანოზიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მთავრობის ბრძანებულებით დროებითი საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა ივანე ჯაფარიძე, მის მოადგილედ – კარასიოვი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მთავრობის ბრძანებულებით, დროებითი საგანგებო სასამართლოს წევრები იყვნენ: სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე, გ. ჩიჩუა, ილია გიორგის ძე ბადრიძე, დ. ტატიშვილი და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მთავრობის ბრძანებულებით, თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილე ვასილინი დაინიშნა დროებითი საგანგებო სასამართლოს ბრალმდებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კ. ტერ-დავიდიანცი იყო ბუღალტერი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილინი იყო თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კარასიოვი იყო თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ოტომანთა მთავრობის მისიის მიმართ აღიძრა შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა საქონლით დატვირთული ექვსი ვაგონის ტრანზიტის ნებართვას თურქეთის ტერიტორიაზე. ამ საქმის მოსაგვარებლად ერევანში გაემგზავრნენ ამიერკავკასიის კოოპერატივთა საბჭოს თავმჯდომარე ე. ს. დარჩია და საბჭოს თანამშრომელი ა. ი. გრენცი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ი. გრენცი იყო ამიერკავკასიის კოოპერატივთა საბჭოს თანამშრომელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ექიმი იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია იღებდა პაციენტებს შინაგან სნეულებათა, გულ-მკერდის არის დაავადებათა, ტუბერკულიოზის, სისხლნაკლულობისა და მალარიის განხრით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია იყო ექიმი.

