საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90085

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი მღვდელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ცალკე კაბინეტი იყო გამოყოფილი სასწავლო ნივთებისა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღებისთვის.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ი. ვაჩნაძე იყო ექიმი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ფ. ა. შიმანოვსკიმ ამიერკავკასიაში აბრეშუმის გავრცელების შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ იონა მიხეილის ძე მეუნარგიას ფელეტონი „მწერლობა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ხ. ა. ვერმიშოვისამ პირუტყვთა მოშენებასა და საძოვრების შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. წინამძღვრიშვილი ტოვებდა საზოგადოებას.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე სტ. ი. გულიშამბაროვის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. გულიშამბაროვი ტოვებდა საზოგადოებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლ. ისარლოვმა ქალაქ თბილისის გამგეობაში წინადადება შეიტანა კომერციული სასამართლოს გახსნის თაობაზე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 26 აპრილს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 აპრილს ექიმმა ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტმა თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოების კრებაზე ავადმყოფობის გადამდები შხამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განაცხდა, რომ ბაცილებსა და პატარა ცხოველების აღმოჩენის შემდეგ სამკურნალო მეცნიერება სრულიად შეიცვლებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 აპრილს ტროიცკი თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოების კრებას დაესწრო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტროიცკი გენერალი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტი ექიმი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი აპრილიდან მთავარმართებლობის განკარგულებით რევაზ ივანეს ძე მაჭავარიანი თელავის მაზრაში მე-10 ხარისხის შტატგარეშე თანამშრომლად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რევაზ ივანეს ძე მაჭავარიანი ტიტულოვანი მრჩეველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ვარგანოვი კოლეგიის რეგისტრატორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი თებერვლიდან ელენე მჭედლიშვილი თავისივე თხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელენე მჭედლიშვილი ამიერკავკასიის საქალებო ინსტიტუტის აღმზრდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლ. ისარლოვი ქალაქ თბილისის გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედენესცოვი წმინდა სინოდის ობერპროკურორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა კავკასიის მთავარ სამმართველოში განცხადება შეიტანა ახალი გაზეთის გამოცემის თაობაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძეს უფლება მისცეს სამეურნეო გაზეთი დაებეჭდა, თუმცა დროებით გადაიდო ეს საქმე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა შეადგინა წიგნი „ისტორია მართლმადიდებელი ეკლესიისა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოფიცერი ე. ა. შენინგი კავკასიის სამხედრო სასამართლომ გაამართლა, რის გამოც პროკურორის თანაშემწემ მის წინააღმდეგ თავიდან შეიტანა საჩივარი მთავარ სამხედრო სასამართლოში და თუკი საჩივარს შეიწყნარებდნენ, სასამართლოს მეოთხედ მოუწევდა შენინგის საქმის განხილვა.