საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91513

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ზაალის ასულ ნათიევისა და მისი მეწილის ახატანში მდებარე 433 დესეტინასა და 2280 კვადრატულ საჟენ ტყესა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელენე ზაქარიას ასულ გრუზინსკისა და მიხეილ ევგენის ძე თარხან-მოურავს გომისჯვარში 161 დესეტინა და 2160 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელენე ზაქარიას ასულ გრუზინსკის და მიხეილ ევგენის ძე თარხან-მოურავის გომისჯვარში მდებარე 161 დესეტინასა და 2160 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათესეს ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონტი ზიბზიბაძეს ესტატე თურმანიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ს. ავალიანი პოლიციის მოხელე იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბორისაშვილი ახალქალაქში პოლიციის ბოქაულად დანიშნეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ჩამოდიოდნენ მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობები: კოჩალოვი, ლეონიდოვი, კნიპერი და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ყარამან ჩიქოვანი პაციენტებს ყოველდღე დილის 11-დან 12 საათამდე, ხოლო საღამოს 7-დან 8 საათამდე მიხეილის ქუჩა N 16-ში იღებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სექტემბერში ელენე ნიჟარაძე- ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობას მოაწყობდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისში არსებულ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში 50 საწოლი იყო. კლინიკაში ქირურგიულ, თვალის, ნერვულ და ქალთა დაავადებებს მკურნალობდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. გალუსტოვს ქუთაისში ბავშვი დაეკარგა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთში მცხოვრები ივანე მუშაგავა ბალკონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 25 ივლისს სტეფანე დანიელის ძე პორტნოვი მტკვარში დამხრჩვალი იპოვეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილარიონ ჯაჯანაშვილი სენაკში ბოქაულად დაინიშნა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილარიონ ჯაჯანაშვილი თბილისის მეტეხის ციხის ზედამხედველობიდან გაანთავისუფლეს.