რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველმა სამკითხველომ ხარჯების სახით 24 მანეთი და 29 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ილია ჭავჭავაძემ დაადასტურა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. მ. მაქსიმიძე გამოცდილი არტისტი იყო. მან ვოდევილში „სუსტ მხარეში“ თავისი როლი საკმაოდ კარგად შეასრულა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძეს სცენაზე თამაშის დიდხნიანი გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა მისი შესრულებული როლები სასიამოვნო სანახავი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პოლიკარპეს ძე შიმკევიჩი არქიტექტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 დეკემბრიდან ძმების ნიკიტინების ცირკმა წარმოდგენების გამართვა დაიწყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პოლიკარპეს ძე შიმკევიჩს შიოევის სახლის გაკეთებაზე დახარჯული თანხის ანგარიში წარუდგინეს. სახლი თბილისის საარტისტო წრისთვის გადაკეთდა, რომლისთვისაც 45 000 მანეთი ჰქონდა ქალაქის გამგეობას გადადებული, თუმცა 50 000 მანეთი დაიხარჯა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა ანტონის ძე დათებოვი პოდპორუჩიკი იყო.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა ანტონის ძე დათებოვი სამსახურიდან დაბრუნებისას ახალციხეში მოკლეს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი ფიქრობდა, რომ სინოდის კანტორის ნაცვლად საეგზარქოსო მმართველობა უნდა შეექმნათ. მმართველობის გადაწყვეტილებებს ეგზარქოსი დაამტკიცებდა, ხოლო მის შემადგენლობაში პროკურორისა და ორი მდივნის ნაცვლად მხოლოდ ერთი მდივანი იქნებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 დეკემბერს იაგორ ფედოტოვმა დარიკო ზაალის ასულ ჯავროვს ნაქსოვი ბალიში და 125 მანეთის ღირებულების ნივთები მოპარა, რისთვისაც იგი დააპატიმრეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დარიკო ზაალის ასული ჯავროვი ქვრივი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 დეკემბერს გრიგოლ ისკანდაროვი გაძარცვეს და წაიღეს 320 მანეთის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ნივთები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ზორიევმა ყავახანიდან 310 მანეთი და 35 მანეთის ღირებულების ორი ვერცხლის საათი მოიპარა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 დეკემბერს გაბო გოჩიშვილმა ნატო ადამოვს 478 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი მოჰპარა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატო ადამოვი სენაკში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბო გოჩიშვილი გორის მაზრის სოფელ დოღლაურში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 19 დეკემბერს გაბო გოჩიშვილი მეტეხის ციხეში ძარცვისთვის დააპატიმრეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისში სასახლის ქუჩაზე მდებარე სამ და ხუთსართულიანი ქვითკირის სახლები სარდაფებითა და საყინულეთი, 267 საჟენი და 4 ¾ არშინი მიწა, რომლებსაც გადასახადის გადაუხდელობის გამო ბანკი ყიდდა.

