რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკისთან ერთად იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს სასწავლებლიდან დათხოვნის მოწმობა 2 მაისს მისცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკისთან ერთად იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს უთხრა თუკი რომელიმე სასწავლებელში სწავლას მოინდომებდა დაეხმარებოდნენ და კარგი დახასიათების ცნობას გაატანდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა სასწავლებლიდან წასვლის დროს 4 მანეთი და 50 კაპიკი ითხოვა სოფელში წასასვლელად და მისცეს თანხა, თუმცა არსად წასულა თბილისში დარჩა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის სასამართლოზე ვექილმა ე. მ. ტურკევიჩმა წარადგინა თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილი, რომელშიც აღწერილი იყო, როგორ ექცეოდა რექტორი პავლე ჩუდეცკი მოსწავლეებს. სასამართლომ წერილის წაკითხვაზე უარი განაცხადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძემ სიღნაღის მაზრის სოფელ ჭერამში სამარეების გათხრის შედეგად აღმოაჩინა: ორი მინის და სამი ბრინჯის სამაჯე, ორი ბრინჯაოს ცული, ერთი ბრინჯაოს ხმალი და მრავალი ძვირფასი მძივი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი სახარება ღირშესანიშნავი იყო მხატვრობით. მათეს სახარებას წინ უძღვოდა თავად მათეს ხატი, რომელიც მთიულ ქართველს წააგავდა. ხატს განიერი არშია ჰქონდა და ზედ ეწერა „სახარება მათესი ოქროს ვარაჟითა“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე წერდა, რომ ილია მირიანის ძე ჭყონიასთან ერთად დავით ამირიძისაგან ითხოვა ორი ხელნაწერი „როსტომიანი“ და „ბარამიანი“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე წერდა, რომ დავით ამირიძისაგან ხელნაწერი „როსტომიანი“ დასაბეჭდად წამოიღო, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან სრული ვარიანტი არ აღმოჩნდა და დაუბრუნა.

