რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გირშმანი ხარკოვის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზეზემანს გორში ხეების გამოსახარში ქარხანა ჰქონდა გახსნილი. იქ მზადდებოდა რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ დასაგები მასალა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზეზემანის ქარხნიდან ტყემდე რკინიგზა იყო გაყვანილი ხეების გადმოსატანად და მეპატრონეს სურდა ამ რკინიგზის გაფართოება ატენის ხეობამდე, რათა იქიდან გადმოეზიდა ხეები. ეს პროექტი თუ განხორციელდებოდა ხეობა კიდევ უფრო გალამაზდებოდა, გაცოცხლდებოდა და ძალიან კარგი სააგარაკო ადგილი შეიქმნებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმები ნიკიტინების ცირკი თბილისში ნამყოფი იყო და ზამთარში კიდევ რამდენიმე ხნით ჩამოვიდოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაევი ფინანსთა სამინისტროს მოხელე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით სასამართლომ ვაჭარ ივანე ლაზარევს ჯარიმა 3 906 მანეთი და 47 კაპიკის გადახდა დააკისრა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით 20-21 ოქტომბერს სასამართლომ ვაჭრის ივანე ლაზარევის საქმე განიხილა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით სასამართლოში ვაჭარმა ივანე ლაზარევმა თავდები პირი წარმოადგინა და ამის გამო ის აღარ დააპატიმრეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე საათსაზოვი ვაჭარი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზეინალ იბრაგიმ-ოღლი ვაჭარი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლოზე თავმჯდომარე ფ. ვ. იაჩევსკიმ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს ჰკითხა თავს ცნობდა თუ არა დამნაშავედ პავლე ჩუდეცკის მკვლელობაში და მან აღიარა დანაშაული.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ ხანჯალი თავის მოსაკლავად იყიდა და არა პავლე ჩუდეცკის მკვლელობისთვის. მას არავის სიკვდილი არ სურდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ მარტის თვიდან 24 მაისამდე პავლე ჩუდეცკის 24-ჯერ მიმართა თხოვნით ყოფაქცევის ნიშანი გამოესწორებინა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკის მუხლებდაჩოქილი ევედრებოდა სასწავლებლის მოწმობა მიეცა, თუმცა მან კატეგორიული უარი განუცხადა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკიმ უთხრა მძარცველობა იყო მისი გზა, რაზეც ძალიან აღელდა, თვალში დაუბნელდა და ხანჯალი მოიქნია, რის შემდეგაც რა მოხდა არ ახსოვდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკი ჯიბრში ედგა. იგი სემინარიის სტუდენტებს დაემუქრა ლაღიაშვილთან არ ემეგობრათ და თუ შენიშნავდა რომელიმეს მასთან ერთად, სემინარიიდან გარიცხავდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბურჯანაძე გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს ყოფაქცევაში 4-იანი დაუწერეს. მას ლატოცკისთვის არც ყოფაქცევის ნიშნის გადაკეთება და არც გორის სასულიერო სასწავლებლის მოწმობა უთხოვია.

