რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროკურორ ჩაიკოვსკის დაავალეს თონეთის მაზრის უფროსის თ. აფხაზის საქმიანობა შეემოწმებინა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 11 სექტემბერს მანგლისში სოსნიკოვს სამსახურიდან დაბრუნებისას ცხენი დაუფრთხა, თავის გადასარჩენად ეტლიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩი საერო სწავლა-განათლების მინისტრის საბჭოსა და სინოდის სასწავლო კომიტეტის წევრი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩმა თბილისის სასწავლებლების შემოწმება დაასრულა და 4 სექტემბერს სინოდის ობერპროკურორის დავალებით სტავროპოლში გაემგზავრა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი და კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი თბილისის რეალური სასწავლებლის საზეიმო სხდომას დაესწრნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში ოთხმოქმედებიან დრამას „მიროვოი სუდ“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსახიობი ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ნელ-ნელა იხვეწებოდა და იზრდებოდა, როგორც არტისტი. იგი გასულ წლებთან შედარებით უფრო ხარისხიანად თამაშობდა როლებს. კარგი იქნებოდა თუ კიდევ უფრო მეტად დაუკვირდებოდა ხარვეზებს და გამოასწორებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში ოთხმოქმედებიან დრამას „ეხლანდელ სიყვარულს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ყველა როლში სასიამოვნო სანახავი იყო, თუმცა ზოგჯერ ქართულ ენას უდიერად ექცეოდა. იგი ხან გრამატიკულ შეცდომას უშვებდა, ხან – არაქართული აქცენტითაც საუბრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვისამ პიესა „ხათაბალიდან“ ისაიას ცოლის როლი შეასრულა. ის ისეთი ნიჭიერი იყო უფრო შთამბეჭდავად შეეძლო ეთამაშა, თუმცა მაინც სასიამოვნოდ წარსდგა მაყურებლის წინაშე და სიმღერაც იმღერა, რაზეც საზოგადოებამ ტაშით აღფრთოვანება გამოხატა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ლეონიძისამ პიესა „ხათაბალიდან“ მარგარიტას როლი შეასრულა. მისი თამაში შთამბეჭდავი არ იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილმა პიესის „ხათაბალა“ წარმოდგენისთვის საზოგადოებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.
1892
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის მღვდელმა ბიძინა გაბარაშვილმა გაიღო 5 მანეთი.
1892
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ საფრანგეთის საგეოგრაფიო საზოგადოების წევრ ალფონს პინარტს განზრახული ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წიგნების ბეჭდვის ისტორიის შესახებ ნაშრომის შექმნა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში 30 საჟენი სიმაღლის კლდის სვეტი იდგა და ძალიან საინტერესო არქეოლოგიური ძეგლი იყო. იქ მლოცველები მიდიოდნენ და ლოცულობდნენ ხოლმე. ამ ადგილს ყურადღებას არავინ აქცევდა, რის გამოც ჭუმბურიძე ძალიან წუხდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილი რუისის სკოლის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილი რუისის სკოლაში საერო საკითხავი ბიბლიოთეკის დაარსებას ცდილობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილის ხელმძღვანელობით რუისის სკოლის საერო საკითხავი ბიბლიოთეკისთვის შემოწირულობები შეაგროვეს.

