რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილმა სხვადასხვა პირს გაუგზავნა წერილი რუისის სკოლის საერო საკითხავი ბიბლიოთეკისთვის გაეღოთ შემოწირულობა – ან ფული, ან ნივთები, თუმცა არავის უპასუხა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივლისს თბილისის საარტისტო წრის საზაფხულო სადგომში გამართულ საღამოზე ვოლფზონის 8 წლის ქალიშვილი წყლით სავსე აუზში ჩავარდა და სიკვდილს გადაარჩინეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე შორაპნის მაზრის სოფ. ჯგილათში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე შორაპნის მაზრის სოფ. ჯგილათში კერძო სკოლის გახსნას აპირებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ თუკი რაჟდენ ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე შორაპნის მაზრის სოფ. ჯგილათში სკოლას ააშენებდა, სოფლის მცხოვრებლებიც ძალებს არ დაიშურებდნენ დასახმარებლად.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვირგინი კარაკაშიანი მსახიობი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
ქოლერის ეპიდემიის დროს, 1892 წლის 27 აგვისტოს, მიხეილის საავადმყოფოში საეჭვო ნიშნებით მიიყვანეს ავჭალის ქუჩაზე ამირბეგოვის სახლში მცხოვრები 70 წლის ვასილი კონოვალოვი.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ტყემალაძე თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მესამე თანაშემწედ დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. მილერის რედაქტორობით მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმმა დაბჭდა „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“, რომელშიც რამდენიმე წერილი კავკასიის შესახებაც იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. სიზოვი ქუთაისის გიმნაზიაში ისტორიის პედაგოგი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისელმა ებრაელებმა დიდი ქვითკირის სალოცავი ააგეს სადაც რაბინად სიმონ რიჟინაშვილი დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატო გაბუნია ამიერკავკასიის რკინიგზაზე მოსამსახურეთა შვილებისთვის დაარსებული ორკლასიანი სასწავლებლის ხელმძღვანელებს მოსწავლე ქალებისთვის ხელსაქმის უფასოდ სწავლებას შეჰპირდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისელმა რაბინმა სიმონ რიჟინაშვილმა ებრაული სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე შედგენა გადაწყვიტა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ ავლაბარში მდებარე წმ. მარინეს სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა.

