საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისს ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა სოლომონ შოშიევმა წირვის შემდეგ ეგზარქოსი პალადი ჩაიზე მიიპატიჟა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის თანამშრომელი ჰუსეინ კულიევი ფოსტალიონად დაინიშნა ყარაიზში.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიევი ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისს ქუთაისში გრიგოლ ჩარკვიანი სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ წაიკითხავდა ლექციას „ბაქტერიების“ შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ბორჯომში კონცერტი გამართა, რომელშიც მარიამ ძნელაძე მონაწილეობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ქართველ მსმენელს გაუძვირა ქართული კონცერტი და ევროპული მუსიკის მოსმენა ქართულ ენაზე.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იროდიონ ნანაბოვის სტატია ამიერკავკასიის რკინიგზაზე მოსამსახურეთა შვილებისთვის დაარსებული ორკლასიანი სასწავლებლის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის თანამშრომელი აკვილინა მახარაძე ფოსტალიონად დაინიშნა ბორჯომში.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე დავითის ძე ფილიშვილს თბილისში, გერმანელების სასაფლაოსთან, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მეზონინით, ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლუკა იოსების ძე კუპრაძეს ფოთში, კაპარჭის ქუჩაზე, ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის თანამშრომელი ზაქარია მექვაბიშვილი ფოსტალიონად დაინიშნა ველისციხეში.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მარტს სოფ. სვირში გლეხებმა ალ. ნიჟარაძის მოურავს ხანჯლით თავი გაუპეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის საქმის გარჩევაზე ექსპერტებად მიიწვიეს ექიმები ‒ ბახუტაშვილი, ზელნიცკი და ვოლოხოვი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა იოსების ძე კუპრაძის ფოთში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს დავით ჯორჯაძე მომრიგებელი შუამავალი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს მ. ბეზირგანიშვილი კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების სტუდენტი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს მიხეილ მელიქოვი თელავში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მოსამსახურედ მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავი ქართული მწერლობის ცენზორად დანიშნეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს დათიკო კოჭლამაზაშვილი ყალბ ფულს ასაღებდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მიხეილ შიუკაშვილი თელავის მაზრის უფროსის მდივანი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს მ. ჩაჩიბაია კიევის უნივერსიტეტის იურიდიული განყოფილების სტუდენტი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს მელიქ-ნუბაროვი გამომძიებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის მაისში ი. მესხს კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილება უნდა დაესრულებინა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის საქმის გარჩევაზე ივანე ახვერდიშვილი მოწმედ გამოვიდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათინიკ ჩმშკიანი მსახიობი იყო.