რეგისტრირებული ფაქტები92262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე მედინცევი ეკატერინე ოსლიკოვის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხიზაბავრაში სამკითხველოს გახსნაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 31.40 მანეთის ნივთები: 10 „ბუნების კარი“, 20 „დედა ენა“, 70 რუსული ანბანის რვეული და სხვა ნივთები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 31. 40 მანეთის ნივთები: 10 „საღმრთო ისტორია“, რაჟდენ ჯაჯანაშვილის 10 „კრებული“, ერთი ყუთი ფანქარი, 40 ცალი სახატავი რვეული და სხვა ნივთები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვალს, 19.30 საათზე, ვერის დაღმართზე გაიმართებოდა ცირკ „კრისტენსის“ წარმოდგენა – საერთაშორისო ფალავანთა ფრანგული ჭიდაობა. მონაწილეობდნენ: ა. მატოვი, ნეიზვესტნი ერმაკოვის წინააღმდეგ, ზაგარუიკი – ოლეინიკოვი, მაკაროვი – საფაროვი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ იულონის ძე დადიანი ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძის ძმა იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნატალია ჯავახიშვილი სოხუმის თეატრის მსახიობი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ე. ჯიქია სოხუმის თეატრის მსახიობი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სომხეთში დაარსდა ახალი პოლიტიკური პარტია – სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტია, რომლის დამაარსებლები იყვნენ: დ. ანანუნი, პ. ზაქარიანი, სტ. ზორიანი, ბ. იშხანიანი, ც. ხანზატიანი, ა. მელიქოსეფიანი, გ. პაჭიკიანი, პ. ოგანჯანიანი, ხ. სამუელიანი და ტ. ტერტადიანი. 18 იანვარს პარტიამ თავისი პროგრამა გამოაქვეყნა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ა. მელიქოსეფიანი სომხეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს სომეხ მსახიობსა და მწერალს ჰოვანეს ტერ-გრიგორიანცს თბილისის სომხური დრამატული საზოგადოება არტისტულ თეატრში 50 წლის იუბილეს უმართავდა.

