საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სერგეი მარგელოვის ბაქოში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ამბარცუმ რომანოზის ძე დოლუხანოვის, ალექსანდრე და ნიკოლოზ ამბარცუმის ძე დოლუხანოვების, სოფიო ამბარცუმის ასულ ხანდამიროვის და ანა ამბარცუმის ასულ დოლუხანოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მირზა-მაჰმედ-ალი-ჰაჯი-ჯაფარ-ოღლი დააპატიმრეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იაკობ მიხეილის ძე პოლსკის ბათუმში ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მეზონინით, ორსართულიანი და სამი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან სახლს და ერთ სამსართულიანს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პელაგია იოსების ასულ მჭედლოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის ჩინოვნიკი აბდულ მამედოვი სამუშაოდ ელიზავეტპოლის საფოსტო კანტორაში გაანაწილეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში ნატალია ცაგარლის ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პავლე თვაური თბილისის საფოსტო კანტორის ფოსტალიონად დანიშნეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 3 თებერვალს იაგორ ბატურინი დააპატიმრეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილს თბილისში, კუკიაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა მეზონინით, სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან გიორგის ძე ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანა იაგორის ასულ მაკაშევისას ერევანში, ასტაფიევის ქუჩაზე, ჰქონდა ქვითკირის ერთსართულიანი სახლი სარდაფით, ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ნიკიტას ასულ ტერ-მარუკოვის ერევანში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს და დუქანს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პ. სვიმონის ძე გეგენოვსა და ანდრია სვიმონის ძე მიტაიშვილს ბათუმში ჰქონდათ ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები და პატარა მიწის ნაკვეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბუღალტერი იაკობ რეინფელდი სააქციზო სამმართველოს უფროსი ზედამხედველის დამხმარედ დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ბესარიონ გაბისონია მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ ოჰანეზის ასულ ოსიფოვისას ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ჰქონდა ქვითკირის ორსართულიანი სახლი სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეკატერინე ნიკიტას ასულ ტერ-მარუკოვისას ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ჰქონდა ქვითკირის ერთსართულიანი სახლი და დუქანი მიშენებით, საწყობით, ბაღჩითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს აირაპეტ სააკის ძე კუზნეცოვს ბაქოში ჰქონდა ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ოთხი დამხმარე შენობით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა აირაპეტ სააკის ძე კუზნეცოვის ბაქოში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ოთხი დამხმარე შენობით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ კონგრესზე საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა ყრილობის დროებითი საბჭოს წევრებად აირჩიეს: საპატიო თავმჯდომარედ − ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე, წევრებად − ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი, ლ. ა. გოგნიაშვილი, გ. ა წინამძღვრიშვილი, ვასილ ილიას ძე რცხილაძე, სოლომონ მ. ჩოლოყაშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილი, კანდიდატებად − გიორგი მიხეილის ძე ჩივაძე და იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ ივანე ანდრონიკაშვილი წერდა, რომ საქართველოს მევენახეობა კრიზისს განიცდიდა, ვენახის დასამუშავებელი და მოსაწამლი მასალები, იარაღები და მუშახელი გაძვირდა და საშოვნელად გაძნელდა.მევენახეები ხარჯს ვერ აუდიოდნენ. ამასთანავე შემცირდა ღვინის ბაზარიც, რადგან ქვეყანა რუსეთს მოწყვეტილი იყო და მხოლოდ ბაქო-ბათუმზე იყო დამყარებული საზღვარგარეთ ღვინის გატანა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 მაისს ავლაბარში აკურთხეს ახლად აგებული და გამართული თავშესაფარი. ღონისძიებას დაესწრნენ ალექსანდრე დონდუკოვი და ეგზარხოსი პალადი, მათ დიდი მადლობა გადაუხადეს გონჩაროვისას, რომელმაც თავშესაფრის გახსნისთვის არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს კ. დ. გავრონსკი ბათუმის ქალაქისთავი იყო.