რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თეონა ვენდემიანის ასულ ჩისტიაკოვისას თბილისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ოთხი ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იოსებ და დავით ნიკოლოზის ძე ბარათოვებს, სოფიო გიორგის ასულ ბარათოვსა და ეფემია და მარიამ ნიკოლოზის ასულ ბარათოვებს თბილისში ქვითკირის სამსართულიანი სახლი ჰქონდათ სარდაფით, სამსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გრიგოლის ძე კოშორიძე მღვდელი იყო.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. ა. ჯაჭვაძეს თიანეთში აფთიაქი ჰქონდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ როსტომაშვილი მღვდელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვლადიმერ ნასყიდოვი თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში მაზრის უფროსის, ლევან გიორგის ძე ჯანდიერის სამუშაოდ თბილისში გადაყვანის აღსანიშნავად და დასამშვიდობებლად შეიკრიბნენ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ფავლენოვისას და სოფიო ალექსანდრეს ასულ კოშორიძისას თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე, ქვითკირის სამსართულიანი სახლი ჰქონდათ ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ფავლენოვისა და სოფიო ალექსანდრეს ასულ კოშორიძის თბილისში მდებარე ქვითკირის სამსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ამბარცუმ ავეტის ძე მანუკოვს ალექსანდროპოლში ქვითკირის ორსართულიანი სახლი, სარდაფი, ორი ორსართულიანი ფლიგელი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ამბარცუმ ავეტის ძე მანუკოვის ალექსანდროპოლში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ახალციხის ბიბლიოთეკას 2 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ისარლიშვილის მოხსენებაზე საპასუხო წერილის დაწერა პეტრე მირიანაშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 აგვისტოს ბოდბის მონასტრის მასწავლებლებმა გერშჩენკომ და ზაიზერმა საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში რუსული ენის საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 აგვისტოს არქიმანდრიტი სერაფიმე მასწავლებლების გერშჩენკოს და ზაიზერის მიერ ჩატარებულ საჩვენებელ გაკვეთილს დაესწრო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გერშჩენკო ბოდბის მონასტერში რუსულ ენას ასწავლიდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ზაიზერი ბოდბის მონასტერში რუსულ ენას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე ხატიაშვილი და გიორგი გედევანიძე თბილისის საფოსტო კანტორაში დაინიშნენ.

