რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს უმცროსი ზედამხედველები დავით შამირანოვი და ევგენი ცვეტკოვი სააქციზო სამმართველოს უფროსი ზედამხედველის დამხმარეებად დანიშნეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ სვიმონის ასულ ზლობინისას ბაქოში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინოვისას თბილისში, ავჭალის ქუჩაზე, ქვითკირის ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სერგეი მარგელოვს ბაქოში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს შუშანა გიორგის ასულ პაპაშვილს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პელაგია იოსების ასულ მჭედლოვისას თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, სამსართულიანი ფლიგელით, სამი ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს აბრამ კონსტანტინეს ძე ცქიმანაურს თბილისში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი და პატარა მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა აბრამ კონსტანტინეს ძე ცქიმანაურის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს უმაღლესი რანგის ყოფილი ზედამხედველი მიხეილ შევცოვი თბილისის ტელეგრაფის კანტორის ზედამხედველად დაინიშნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფა არუთინოვის დუქნიდან საათი და 5 მანეთი მოიპარეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. ნოსირში ბოქაულ თ. აბაშიძის განკარგულებით სოლომონ სახოკია დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ხახუტააშვილმა თელავის საპყრობილეში სამკითხველო დააარსა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი თელავის საპყრობილის წიგნსაცავის გამგედ დანიშნეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის ყოფილი ჩინოვნიკი ალექსანდრე ბონდარენკო თბილისის საფოსტო კანტორაში გაანაწილეს სამუშაოდ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ზაფხულში სოფ. ახალქალაქში ელისაბედ თარხანოვის თაოსნობით ქართველ ქალთა მომავალი სკოლის სასარგებლოდ ორჯერ გაიმართა წარმოდგენა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილს თელავის საპყრობილის ტუსაღებისთვის წერა-კითხვის სწავლება ევალებოდა.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფა არუთინოვს თბილისში დუქანი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ექვთიმე თაყაიშვილმა, ვალერიან ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ, ივანე ზურაბიშვილმა — პეტრე მირიანაშვილის წინადადება სასკოლო კერძო რევიზორის თანამდებობის დამტკიცების შესახებ განსახილველად გადადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, პეტრე მირიანაშვილის მოხსენება საზოგადოების ხარჯთაღრიცხვის შესახებ ნიკოლოზ ცხვედაძემ განსახილველად გადადო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 5 ივნისს კუკიის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი პეტრე ივანეს ძე იმნაძე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხეში მცხოვრები ტელეგრაფისტი პოპლავსკი მეხის დაცემის დროს გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ეფემია გიორგის ასული, იაკობ და ანდრია ივანეს ძე იმნაძეები ატყობინებდნენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ გარდაცვლილ პეტრე ივანეს ძე იმნაძის პანაშვიდი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გაიმართებოდა.

