რეგისტრირებული ფაქტები90064
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართებოდა დიდი საზეიმო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნინო დავითაშვილი, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ივანე გომართელი, ივანე მაჭავარიანი, ვალერიან გუნია, ნიკოლოზ ერისთავი, ვიქტორ გამყრელიძე, მიხეილ ჭიაურელი, აკაკი ვასაძე, ახალგაზრდა პოეტები – სიკო ფაშალიშვილი და იოსებ მჭედლიშვილი. გაიმართებოდა კონცერტი მარო თარხნიშვილის გუნდისა და ნეაპოლიტანის კაპელის მონაწილეობით. საღამოს ხელმძღვანელი იყო ნიკოლოზ ერისთავი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 20 იანვარს სოფელ ბახვში (გურია) ელისაბედ ლომთათიძისას დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ სტეფანე პეტრეს ძე სტურუას მეუღლე იყო დომნა სტურუა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა რკინიგზის სადგურის რაიონში, სესიაშვილების ქარხანაში – დავით კალანდაძესთან.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ალექსანდრე სოლომონის ძე ჯაფარიძის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვარს სოფელ ურიათუბანში ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს სოფელ ურიათუბანში (სადგური მუკუზანი) გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილს დაკრძალავდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში თბილისში იმყოფებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მცოდნე, უილიამ რიჩარდ მორფილი. ის ეწვია წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ვ. ფორკატის დასმა ბანკის თეატრში 6-ჯერ გამართა წარმოდგენა „მოგზაურობა დედამიწის გარშემო 80 დღის განმავლობაში“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილს სურდა „ყარამანიანი“ გადაეკეთებინათ ქართულ სცენაზე წარმოსადგენად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კანცელარიის წიგნთსაწყობში იყიდებოდა მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნები: საქართველოს საეკლესიო ისტორია (ფასი 45კ.) და საქართველოს მოკლე ისტორია (ფასი 3 აბაზი).
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ ალექსანდრე ნებიერიძის განცხადებით, გაზეთი 1888 წლის 8 მაისს გამოვიდოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 მაისს ეპისკოპოსი ალექსანდრე წირვას აღავლენდა შიომღვიმის მონასტერში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში გურიის თავადაზნაურობამ და გლეხობამ თხოვნით მიმართა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორსა და საექიმო უწყების უფროსს იოსებ გორალევიჩს, რომ გურიაში ექიმად დაენიშნათ დიმიტრი ერისთავი.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის მაისში ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი და საექიმო უწყების უფროსი იოსებ გორალევიჩი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს: დავით იაგორის ძე კალანდაძემ და სილოვან ბაბუნაშვილმა 500-500 მანეთი, იოსებ თარალაშვილმა, აქვსენტი ჯანგველაძემ, იოსებ მელიქიშვილმა და დათიკო ვახტანგოვმა - 3000-3000 მანეთი, ხოლო თაბუაშვილმა - 2000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს: თინათინ თარალაშვილმა და ვარა თაბუაშვილმა 1500-1500 მანეთი, აგრაფინა ბაბუნაშვილისამ, სონა ჯანაშვილისამ, ვარა ნონიევისამ, ნინო ვახტანგოვისამ და ლიზა მელიქიშვილისამ 2000-2000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს სოფიო ს...სვამ, მ.ჯანგველაძისამ და ვერა კალანდაძისამ 2000-2000 ლარი, ანა თანდილაშვილმა - თანხა უცნობია.

