რეგისტრირებული ფაქტები92262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფრონისპირელი დავით კასრაძის ფსევდონიმი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვარს, 18 საათზე კლუბ „ქიმერიონში“ დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომა იყო დანიშნული.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვარს, 18 საათზე სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პლენარული კრებაზე, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბინაზე (ბარიათინის ქ. N5), ფიგუროვსკი წაიკითხავდა მოხსენებას „თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის მნიშვნელობა სასოფლო-სამეურნეო პირობების შესწავლის საქმეში“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 3 თებერვალს, დილის 11 საათზე, თბილისის მესამე ნაწილში მდებარე აფთიაქარ წურინოვის სახლიდან აზნაურმა ალ. ფილიპევმა თბილისის საპატიო მოქალაქის, გიორგი ფორაქიშვილის ქურქი მოიპარა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრი ალექსანდრე ასათიანი სოხუმში იმყოფებოდა, როცა მომარაგების სამმართველოს მოხელე შრედერმა პრესაში მასზე ცილისმწამლებლური წერილები გამოაქვეყნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი შრედერის საქმესთან დაკავშირებით რედაქციას სწერდა, რომ თავდაპირველად არ სურდა გაზეთ „ვოზროჟდენიეში“ დაბეჭდილ ცილისწამებლურ წერილზე პასუხის გაცემა, მაგრამ გაზეთ „ბორბას“ მიღების შემდეგ თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 23-ე სხდომას დაესწრნენ: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რედაქციამ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანს გაუგზავნა გაზეთები „ვოზროჟდენიე“ და „ბორბა“, რომლებშიც მომარაგების სამმართველოს მოხელე შრედერი ბრალს დებდა მას ყალბი ცნობების გავრცელებაში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-8 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-9 სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-11 სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-13 სხდომას დაესწრნენ იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-11 სხდომას დაესწრნენ: იაკობ გოგებაშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-14 სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და იაკობ გოგებაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა გორელებს, რომლებმაც ეკატერინე ფურცელაძის თაოსნობით ბევრი საჭირო ნივთი შეაგროვეს და გაუგზავნეს მათ თბილისში, ლატარეა-ალეგრის ღონისძიებისთვის.
1898
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბიბლიოთეკის გამგე კომისიის წევრებს გომარეთის ეკლესიიდან ჩამოტანილი ქვების დაცვაზე აზრის გამოთქმა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ექვთიმე ხელაძეს 51 მანეთი გადაუხადა.

