საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90061

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოება ყველაზე მეტად უნდა განიცდიდეს თავიანთი წევრების საქმეების მიმართ გულგრილობას, რადგან სწორედ ამ ორი საზოგადოების ხელშეწყობასა და კეთილდღეობაზე იყო დამოკიდებული ხალხის წარმატება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 აპრილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი საგანგებოდ გაემგზავრა ბათუმში, საიდანაც იალტაში მიბრძანდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თბილისის ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა მოხსენება წარადგინა მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების მეათე მომატების შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თევდორე ზურაბის ძე ღლონტი ქ. თბილისის საბჭოს ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ ნიკო ნიკოლაძეს სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა უპასუხა, რომ გერმანიაში სავარგული მიწების ყიდვა-გაყიდვა აკრძალული იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ, სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ აღნიშნა, რომ მას საკმარისად არ მიაჩნია სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტის უსაფუძვლო სტატისტიკური ციფრები და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას პროპაგანდისტული სოციალისტური მაგალითები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა მისწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ საბჭოთა რუსეთი განციფრებით გაეცნო იმ არგუმენტს, რომლითაც საქართველოს მთავრობამ გაამართლა თავისი უარი, მონაწილეობა მიეღო გენერალ დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე დარბაზიდან გააპროტესტეს მენშევიკთა ორატორ ბიქტორ თევზაიას განცხადება, რომ ის არ ემხრობოდა ხალხის ქონებრივად გათანასწორებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერი სპირიდონ მალხაზის ძე კედია ვრცელი სიტყვით გამოვიდა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 7 ნოემბერს ივანე პავლეს ძე სიდამონიძეს მომრიგებელმა მოსამართლემ ცოლზე ძალადობისათვის ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იაკობ არსენის ძე კუზნეცოვი მინერალოვოდსკის რკინიგზის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებას შეადგენდა ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, იაკობ გოგებაშვილის, ეგნატე ხრამელაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ხახანაშვილის, არჩილ ჯორჯაძის და ივანე (კიტა) აბაშიძის ყველა ნაწარმოები.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია ალექსანდრეს ასული ბარათაშვილისა ნაფიცი ვექილის, იასე ბარათაშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე იოსების ძე სვიმონიშვილი ელენე სვიმონიშვილ-ბარათაშვილისას მამა იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის იანვარში სომხეთის დევნილთა დახმარების საბჭომ ფინანსთა სამინისტროს კომისარს, ქ. კარჩიკიანს თხოვნით მიმართა, უფლება მიეცათ, რომ ბანკიდან 30 ათასი რუბლი გამოეტანათ, რაზეც უარი მიიღეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ისააკ გიორგის ძე გურგენოვი, ფოსტა-ტელეგრაფის მე-4 რანგის ჩინოვნიკი, არმავირის სარკინიგზო განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ ღვინის გამოფენაზე კახური ღვინის წარმოებისთვის იოსებ ბაბუნიძემ, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილმა, სერგეი შერემეტევმა, ფრიდონოვმა და დიკენსონმა თითბრის მედლები მიიღეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი მარგველაშვილი იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისაკ ზაზიკაშვილი იყო ჯარისკაცი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივანე ფილიპეს ძე ფიოდოროვი ბაქო-მოზდოკი-როსტოვი სარკინიგზო ხაზის რკინიგზის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზაქარია ჩიტაძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ გეგეჭკორი იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაბრიელ გეგეშიძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თადუმაძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეონტი არველაძე იყო ჯარისკაცი.