რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილს პოლიციელმა ტიმოფეევმა სცადა დაეკავებინა ციხიდან გაქცეული მიხეილ კირაკოზოვი, მაგრამ დამნაშავემ დაკავების დროს პოლიციელის დაჭრა და ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 20 მარტს სოფელ კახში გარდაიცვალა გიორგი ჯანაშვილი, რომელსაც საინგილოში მცხოვრები მაჰმადიანების გაქრისტიანებაში დიდი ღვაწლი მიუძღვოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილს თბილისის მოქალაქე გალუსტ ბეგიჯანოვმა პოლიციაში ორი კამეჩი მიიყვანა, რომლებიც არ იცოდნენ ვის ეკუთვნოდა. პოლიციამ კამეჩები სანამ პატრონი გამოუჩნდებოდათ სტეფანე მირზოევს მიაბარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ამბროლაურის სკოლის გამგე ვ. ბოკერია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცუდად ეპყრობოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 25 ნოემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილების თანახმად შაქარზე დაწესდა მონოპოლია, შედეგად 1918 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა მისი ფასი – საცალო გახდა 60 რუბლი, ფუთი – 56 რუბლი და 80 კაპ. დოკუმენტს ხელი მოაწერა ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა. დაამოწმა ფინანსთა მინისტრმა ქრისტეფორე კარჩიკიანმა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 5 ნოემბერს სართიჭალის მიდამოებში მწყემს მეზურნიშვილს 2 თათარი დაესხა თავს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 მარტს კოლია ყუფარაძე ალექსანდროვის საკატორღო საპყრობილიდან გამოიპარა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პარმენ ნემსაძეს კატორღიდან თავისი ნებით დაბრუნება ედებოდა ბრალად.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში ნიკოლოზ დიასამიძისა და ვასილ თუმანიშვილის საქმე განსახილველად ოლქის სასამართლოს გადაეცა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ გოგია ჟორდანიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 აპრილს ივანე სულხანიშვილის თავმჯდომარეობით გორში გაიმართა თავადაზნაურობის კრება, რომელზეც გადაწყვიტეს, ქვეყნის მმართველობისთვის მიემართათ თხოვნით, თბილისის კადეტთა კორპუსში სასწავლებლად მიეღოთ ქართველი ეროვნების მოსწავლეთა უმრავლესობა, რადგან სასწავლებელი ქართველ თავადაზაურთა თხოვნით დაარსდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის სასულიერო გიმნაზიის ინსპექტორი პატოცკი სინოდის განკარგულების თანახმად, პერმის სემინარიის ინსპექტორად დანიშნეს.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილით ზაქარია ჭიჭინაძე გამოეხმაურა „ივერიის“ მე-80 ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს მან პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკა თავისი ჩასწორებებით დაბეჭდა. ის უარყოფდა ამ ფაქტს და რედაქციას მიმართავდა, თუ სურდათ, შესადარებლად მიუტანდა დედანსაც და ნაბეჭდ მასალასაც.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თებერვლის ბოლოსთვის თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ანტერპრიზა ამზადებდა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ოპერას „კერპთა დამხობა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს სამხატვრო არტისტულ წრეში იმართებოდა „მოდების საღამო“, რომლის ხელმძღვანელი იყო ნიკოლაი ევრეინოვი. საღამო გაიხსნებოდა სერგეი რაფალოვიჩის მოხსენებით „შიშველი მოდა“, ნ. ევრეინოვი წაიკითხავდა მოხსენებას „დეკოლტის ფილოსოფია“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით იაგორის ძე კალანდაძეს საქართველოს საკრედიტო დაწესებულებათა სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის (ცენტრო-ბანკი) დამფუძნებლებმა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიანდეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ილ თებერვალს ბათუმში გამართულ ცენტრობანკის ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავამ დამსწრეთ კრების მოწვევის მიზანი და მომავალი ბანკის დაარსების მნიშვნელობა განუმარტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი დავით კალანდაძე თბილისიდან ბათუმში ჩავიდა და ეროვნული საბჭოს ბინაზე მოიწვია ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება, რომელსაც დაახლოებით 60 კაცი დაესწრო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელ თებერვალს ბათუმში გამართულ ცენტრობანკის მიერ მოწვეულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ, მათე გაბრიელის ძე რუსიძე კი – მდივნად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ბათუმში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე ცენტრობანკის წარმომადგენელმა დავით კალანდაძემ კრებას მომავალი ბანკის დაარსების მიზანი და მნიშვნელობა გააცნო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ცენტრო-ბანკის წარმომადგენელმა დავით კალანდაძემ ბათუმში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე, რომელზეც განიხილავდნენ ხსენებული ბანკის დაარსების საკითხს, განაცხადა, რომ თუ დამფუძნებლები 25 მილიონამდე აქციებს ვერ შეასრულებდნენ, გრიგოლ გიორგის ძე ბერიძე დაამატებდა.

