რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძის ყოველდღიური გაზეთის „ცისკრის“ ერთ-ერთ რუბრიკაში სასოფლო-სამეურნეო მოამბეში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა სასარგებლო ცნობებს მამულის მოვლის შესახებ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამხედრო სასამართლოს მთავარ სამმართველოში განიხილებოდა დიმიტრი ივანეს ძე ორბელიანის წინააღმდეგ შეტანილი საკასაციო საჩივარი. მისი უფლებადამცველი იყო სპასოვიჩი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-მაიორი იყო დიმიტრი ივანეს ძე ორბელიანი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ სვიმონოვის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრება, რომელზეც განიხილეს საეპარქიო საქალებო სასწავლებლისა და სანთლის ქარხნის საქმეები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მანსვეტოვი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრების თავმჯდომარის კანდიდატი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტაშვილი მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 თებერვალს ქართულ თეატრში მ. ვ. ფირალოვის ბენეფისზე ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ისტორიულ ხუთმოქმედებიან დრამას „თამარ ბატონიშვილს“, ერთმოქმედებიან ვოდევილს „ოინბაზს ანუ პროკაშჩიკი შკაფში“ და „ლეკურს“.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 თებერვალს სანიტარულმა კომისიამ ბეგლარ კოჩაროვის მაღაზიაში 3 ფუთამდე გაფუჭებული ძეხვი, 10 გირვანქა გამოუსადეგარი ხმელი თევზი და 10 გირვანქა გაფუჭებული ლორი აღმოაჩინა. პოლიციამ უვარგისი პროდუქტი გადააყრევინა კოჩაროვს და მის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ი. გლავიჩი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ორკესტრს ასწავლიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი პირველი კლასიკური გიმნაზიის მზრუნველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვმა პირველ კლასიკურ გიმაზნიას 300 მანეთი შესწირა ორკესტრული სწავლების გასაძლიერებლად, თვითონ სასწავლებელმა კი ამ საქმეს 1000 მანეთი მოახმარა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტროფიმე შჩერბინინი ფოსტალიონი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ტროფიმე შჩერბინინი სამსახურიდან დაითხოვეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ივანე ფირუმოვი ამიერკავკასიის აქციზის სამმართველოში უფროს კონტროლიორად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით გედოიათ-ბეგ ახუნდოვი თბილისის საოლქო სასამართლოს თარჯიმნად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი (შოშიევი) მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ილია მელიქ-ახნაზაროვი ელიზავეტპოლის საოლქო სასამართლის კანცელარიის მწერლად დანიშნეს.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო ამიერკავკასიის საერო ვალდებულებების შესახებ საგანგებო საკრებულოს თავმჯდომარე.

