რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის პირველ აპრილს ვერაზე მდებარე ტერ-ასატუროვის წუმწუმის ქარხნიდან მიხა გოგილაძემ ასაფეთქებელი მასალა გაიტანა და შუშხუნების დასამზადებლად მისი ხელით დაფშვნა დაიწყო. წამალმა იფეთქა და მან მძიმე დაზიანებები მიიღო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სურამში მცხოვრებ დავით ტერ-ზახაროვს გაუტეხეს დუქანი და რადგან ნამდვილი დამნაშავე ვერ იპოვეს ქურდობა ყარაულს დააბრალეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Тифлисский листок“-ის ცნობით, ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებას განზრახვა ჰქონდა კავკასიაში მისიონერად ლეონიდე ოქროპირიძე გაემწესებინა, რომელიც მალე დაასრულებდა სწავლას კიევის სასულიერო აკადემიაში.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გ. ბურჭულაძის ცნობით, თელავის წიგნის მაღაზიის მეპატრონე ალექსანდრე მერაბოვს ჰქონდა ვახტანგ მეფის დროინდელი საისტორიო და საგეოგრაფიო განძი, გეოგრაფიული ქართული ატლასი პტოლომეის სისტემისა, ამოჭრილი და დახატული რბილ სპილენძზე. ატლასი შედგებოდა 5 ნაწილისგან, რომელსაც დაწვრილებით აღწერდა ბურჭულაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გ. ბურჭულაძის ცნობით, ალექსანდრე მერაბოვმა მისივე თხოვნით, ვახტანგ მეფის დროინდელი გეოგრაფიული ქართული ატლასი აჩვენა საერო სკოლების დირექტორ ა. ნ. გრენს, რომელმაც ატლასი აღიარა ძვირფას სამეცნიერო-საგეოგრაფიო განძად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ გამგეობის მოხსენება იმის შესახებ, რომ მამულის დასაფასებელი გადასახადი აღარ აეღოთ ალექსანდრე მელიქოვისგან, რადგან ის სანაცვლოდ მიწას თმობდა ქუჩის გასადიდებლად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ კონსტანტინე ბებუთოვის წინადადება მუშტაიდის მორწყვის თაობაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 აპრილს გატეხეს თბილისის მეორე გილდიის ვაჭრის სოლომონ შაფრანოვის მაღაზია, რომელშიც იყიდებოდა სამხედრო ნივთები. მაღაზიიდან წაიღეს 3562 მანეთის ნივთები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავის მცხოვრებნი ბატიევი და ბალევი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფლის ერთ-ერთ ყრილობაზე, რა დროსაც ბალაევი ხანჯლით დაჭრა ბატიევმა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავში ერთ-ერთი ყრილობის დროს მოქალაქე ბატიევის მიერ დაჭრილი ბალაევი მალევე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მარიამ სოლომონის ასული კოპაძის ნეკროლოგი მეუღლის, დავით იაკობის ძე კოპაძის გარდაცვალების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 7 აპრილს ქართულ თეატრში ალექსანდრე ყაზბეგი გამართავდა სალიტერატურო საღამოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, იოსებ რატილი, ვასილ აბაშიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, მაქსიმიძე და სხვანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ანასტასია თუმანიშვილისამ ფრანგულიდან თარგმნა საყმაწვილო წიგნი, რომელიც დაიბეჭდებოდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიდი მარხვის პერიოდში ვლადიმერ აღნიაშვილის ხორო კიდევ ერთ კონცერტს გამართავდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაისში, ქართულ თეატრს მოსკოვის დრამატული დასის მსახიობი ქალი, ფედოტოვისა ესტუმრებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხის 38-ე საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებს პოლკოვნიკმა ალექსანდრე მუსხელიშვილმა ნება დართო ეკლესიაში ევლოთ, ეკითხათ საღვთო წერილები და ეგალობათ.

