საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის სექტემბერში ილიკო კიკნაძის ინიციატივით ხარაგაულში ერთკლასიანი სამრევლო სკოლა გაიხსნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის მიერ იყო გადმოკეთებული ვოდევილი „ბაიყუში“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრი ივანე გიორგის ძე მაჩაბელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ღამბაშიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს იოსებ ცისკარიშვილი სიღნაღის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ი. დ. ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავადაზნაურთა კრებას დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს აზ. ი. გომელაური სიღნაღის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი არწუნისეულ თეატრში წარმოადგენდა დივერტისმენტს ნატალია მერაბის ასული გაბუნიას, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისას, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისას, ვასილ ალექსის ძე აბაშიძის, დავით მერაბის ძე გამყრელიძის, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევის, ვალერიან ლევანის ძე გუნიას და სხვ. მონაწილეობით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „რა დროს ლხინია“ დაიბეჭდა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის საფოსტო ოლქის უფროსის, ნიკოლოზ სემიონის ძე კოხანოვის მოადგილე იყო მიხეილ იგორის ძე ალიხანოვი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ იგორის ძე ალიხანოვი იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის საფოსტო ოლქში მსახურობდა ლეონიდ ოსიპის ძე ვიტოვსკი, რომელიც იყო საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის საფოსტო ოლქის ჩინოვნიკი ლეონიდ ოსიპის ძე ვიტოვსკი იყო საიმპერატორო კარის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის საფოსტო ოლქში მსახურობდა ლეოპოლდ პეტრეს ძე ბილფელდი, რომელიც იყო უფროსი არქიტექტორის თანამდებობის შემსრულებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის საფოსტო ოლქის თანამშრომელი ლეოპოლდ პეტრეს ძე ბილფელდი იყო კოლეგიის რეგისტრატორი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის საფოსტო ოლქში უმცროს არქიტექტორად მსახურობდა პავლე ნიკოლოზის ძე ზაბლოცკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის საფოსტო ოლქის თანამშრომელი პავლე ნიკოლოზის ძე ზაბლოცკი იყო კოლეგიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის საფოსტო ოლქის კანცელარიაში მსახურობდნენ: მელიტონ სტეფანეს ძე გოროდენსკი, მიხეილ ივანეს ძე ხითაროვი, ქრისანფ ზაქარის ძე ფიოდოროვი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის საფოსტო ოლქის კანცელარიას ხელმძღვანელობდა მელიტონ სტეფანეს ძე გოროდენსკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის საფოსტო ოლქის კანცელარიაში მსახურობდა მიხეილ ივანეს ძე ხითაროვი, რომელიც იყო VII კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის საფოსტო ოლქის კანცელარიაში მსახურობდა ქრისანფ ზაქარის ძე ფიოდოროვი, რომელიც იყო VIII კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის საფოსტო ოლქის კანცელარიის მმართველი მელიტონ სტეფანეს ძე გოროდენსკი იყო საიმპერატორო კარის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, კავკასიის საფოსტო ოლქის თანამშრომელი მიხეილ ივანეს ძე ხითაროვი კოლეგიის ასესორი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის საფოსტო ოლქის თანამშრომელი ქრისანფ ზაქარის ძე ფიოდოროვი იყო ტიტულარული მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის საფოსტო ოლქის კანცელარიაში ჩინოვნიკ-კონტროლიორად მსახურობდა ალექსანდრე ნერსეს ძე დეიკარხანოვი, რომელსაც ევალებოდა განრიგების შედგენა საფოსტო გზავნილების მიმოსვლის განხრით.