რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორ ჩალხუშიანი ქვეყნის დატოვების მიზნით საქართველოს მთავრობისგან ნებართვის აღებას ცდილობდა, რისთვისაც თბილისში რამდენიმე დაახლოებული ადამიანი – სამხედრო პირი, საზოგადო მოღვაწე და ვექილი გამოგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ გრიგორი ჩალხუშიანს, განზრახული ჰქონდა რუსეთში დაბრუნება და იმ ძალასთან მუშაობა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავდა რუსი ხალხის ნებას.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორი ჩალხუშიანი სომხეთის მთავრობასთან იყო დაახლოებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლონდონის „თაიმსი“ წერდა, რომ ბაქოში წასული დენიკინი პეტროვსკში გაემგზავრა და იქიდან გადაწყვიტა ენზელის დაცვა. ბაქოში ეს ქმედება გაიგეს როგორც ბლოკადის სურვილი და ხელმძღვანელობა ბოლშევიკებს შეუერთდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლონდონის „თაიმსი“ წერდა, რომ დენიკინსა და საზონოვს სომხეთისა და დაღესტნის ავტონომიურობა რომ ეღიარებინათ, წინ წასწევდნენ ანტიბოლშევიკურ ბრძოლას. მიწისა და პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვის შიში იყო მათდამი მტრული განწყობის მიზეზი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრიტანული „თაიმსი“ წერდა, რომ 1919 წლის დეკემბერში შემდგარ აზერბაიჯანის ახალ მთავრობაში ზოგიერთი პარტია დამოუკიდებლობას ემხრობოდა, თუმცა იძულებული იყო თავისი პოლიტიკა პანისლამიზმისთვის შეესაბამებინა და ბოლშევიზმს მიმხრობოდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს გარდა დენიკინის წინააღმდეგი იყო დაღესტნის რესპუბლიკა. მასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში მხოლოდ სომხეთი რჩებოდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მუსტაფა ბეკ ვექილოვი აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლად დანიშნა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კოლეგიის მდივანი ანდრეი გრიგოლის ძე ლისოვსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მორთვისათვის ეზეკიანმა 25 კაპიკი, სამადაშვილმა, გ. ბიაშვილმა, ცაგალოვმა და დ. ლევანიძემ 20-20 კაპიკი გაიღეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა გამოსცა „აღზრდა შვილისა“ – ალექსანდრე ნათიძის მიერ ნათარგმნი ერნესტ ბემესის პედაგოგიური წერილები დედასთან.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისსა და ქუთაისში იყიდებოდა ახლად დაბეჭდილი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ფასი: 15 კაპ. მის: ალექსანდროვის პედაგოგიკის ინსტიტუტი. მ. ა. ნასიძე.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისში, სასახლის ქუჩაზე, ყალამქაროვის სახლში ძმები ასლანიდების „თუთუნისა და პაპიროსის მწეველთა“ მაღაზია გაიხსნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა, სადაც ქუჩების ქვით დაგების საკითხი განიხილებოდა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: მ. ი. თამამშევი, ა. ა. ივანენკო, ვასილ იოსების ძე ბებუთოვი, ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალოვი და პავლე იზმაილოვი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ „კასპის“ ცნობით, როტშილდების ფირმას ბაქოსთან ახლოს სოდის ქარხნის გამართვა ჰქონდა განზრახული.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ „კავკაზ. ობოზ.“ ცნობით, გუბერნატორმა ცოფიანი ძაღლისგან დაკბენილ ქრ. კორინთელს ოდესაში სამკურნალოდ წასასვლელად 20 თუმანი გამოუყო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ შაბათს, 14 მარტს ქართული დრამატული სცენის მოყვარულთაგან ა. თამაზაშვილის სასარგებლოდ გაიმართებოდა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან: ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, დავით ერისთავის „სამშობლო“, ანტონ ფურცელაძის „თამარ ღაზნელი“ და შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დავით გრიგოლის ძე ერისთავს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ნემეცის ქუჩის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის და ორსართულიანი ხის სახლები, ასევე 357 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პავლე ივანეს ძე ჯინოშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა მიხეილის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 233 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ბახვა გრიგოლის ძე ჯანელიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა გეგუთის ქუჩის შესახვევში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 151 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ივანე სიმონის ძე გალუსტოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ფრანგების ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 35.4 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სოლომონ პეტრეს ძე ბერუჩოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა პოლიციის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 796 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიხეილ გიორგის ძე ბეგალოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა პოლიციის ქუჩაზე მდებარე ორი სახლი, ერთი ორსართულიანი და მეორე ერთსართულიანი, ასევე 357 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა გოშპიტლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 310 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მინა ივანეს ძე ჩხეტიას და კონსტანტინე სტეფანეს ძე გვანცალაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ თურმანიძის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 147 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

