რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სილიბისტრო ჟორდანიამ, პავლე ქაცარავამ, სამსონ სილაგავამ, ტარას ნამჩეიშვილმა, ვალერიან გეგეჭკორმა, არისტოტელე აბაშიძემ და ალექსი ნიკოლოზის ძე ბერიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თევდორე დავითის ძე ჟორდანიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 70 წიგნი შესწირა, ვალერიან გუნიამ – 55, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძემ – 38 წიგნი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 ოქტომბერს სათავადაზნაური თეატრში გ. ტ. აქსენოვის ბენეფისი გაიმართა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლევან და გიორგი სიმონის ძე ყუფარაძეები ძმები იყვნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „მშაკის“ ინფორმაციით, ფოთში ევროპაში გასაგზავნად დიდი რაოდენობის „შავი ქვა“ (მარგანეცი) იყო მიღებული, რომლის უმეტესი ნაწილი ყვირილის ახლომახლო ადგილებში იყო მოპოვებული.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „მშაკის“ ინფორმაციით, ფოთში პურის ვაჭრების რიცხვის მკვეთრი ზრდა შეიმჩნეოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ 5 მარტს სომხური თეატრი წარმოდგენას გამართავდა, რის შემდეგაც 3 კონცერტი ბაქოში ჰქონდათ დაგეგმილი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 7 საათზე დაინიშნა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც დანგელშტატი წაიკითხავდა მოხსენებას კავკასიასა და ინდოეთში ჩაის მოყვანის შესახებ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 7 საათზე დაინიშნა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც ლარისიესს 1886 წელს აბრეშუმის მოყვანის თაობაზე ანგარიში უნდა წარედგინა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ნოე ხომერიკი მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მსაჯულმა პეტრე იასინსკიმ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 10 მანეთი შესწირა, კონსტანტინე დგებუაძემ და თადეოზ გიორგის ძე კეშილავამ 5-5 მანეთი გადასცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ანდრია ჯაყელი ოზურგეთში დადგმულ დრამა „არსენაში“ მონაწილეობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საფოსტო განყოფილების მოხელე აკოფ ანტონიანცი იღდირის განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ერევნის საფოსტო განყოფილების მოხელე მუსა მუსაევი სამუშაოდ გადავიდა ნახიჩევანის განყოფილებაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამტრედიის საფოსტო განყოფილების მოხელე კონსტანტინე ბაღდავაძე სამუშაოდ გადავიდა სოხუმის განყოფილებაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ჯულფის საფოსტო კანტორის თანამშრომლები ალექსანდრე ვაშაკიძე და ალექსანდრე დიხამინჯია ახალ სენაკის განყოფილებაში გადავიდნენ სამუშაოდ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სუფსის საფოსტო განყოფილების მოხელე კალისტრატე გახარია ქედის განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ივლისში სოლომონ ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1.12 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
„ცნობის ფურცლის“ 1898 წლის N152-ში ვანო ლოლუამ მებორნე ალექსანდრე ჯორჯიკია მგზავრებისგან ფულის გამოძალვაში ამხილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს ევგენი ჩიჯავაძემ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა ცნობა ქუთაისის მაზრის სოფელ კულაშში საზოგადოებრივი სამკითხველოს დაარსების საჭიროების შესახებ. მისი აზრით, საზოგადოებრივი სამკითხველო სოფელში გაზრდილ კრიმინალს შეამცირებდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ინჟინერი ლეონიდ პიატაკოვი საქართველოში ჭარხალ-შაქრის ქარხნის დაარსებას აპირებდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თავადი გიორგი იმერეტინსკი საქართველოში ჭარხალ-შაქრის ქარხნის დაარსებას აპირებდა.

