რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძის წიგნი „ბავშვების მოკეთე“ მთავრობამ მოიწონა და სახელმძღვანელოდ დაამტკიცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ი. ფონ-ბრენერის რეალურ სასწავლებელში ბუღალტერიის კურსი 60 რუბლი ღირდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ღვინის სარდაფი „იყალთო“ თავად გიორგი მაყაშვილსა და ლუარსაბ მაყაშვილს ეკუთვნოდათ.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი და ლუარსაბ მაყაშვილების ღვინის სარდაფი „იყალთო“ თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახალი თეატრის გვერდით მდებარეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი და ლუარსაბ მაყაშვილების ღვინო „იყალთო“ ბოთლი 20 კაპიკიდან 1 მანეთამდე ღირდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს მიხეილ ქორელმა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ საღამოზე მიიღო მონაწილეობა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა სტამბოლის მსოფლიო პატრიარქად ანტირუსული განწყობით ცნობილი დიონისე V-ის არჩევის შესახებ.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ პლატონ ცაგარეიშვილი ჯიხაიშის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის თავმჯდომარე იყო.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ კუხისა და გუბის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობა 1883 წელს დაარსდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 26 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 25 თებერვალს ქალაქის საბჭოს საფინანსო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ვ. კაიდანოვი, კ. ბებუთოვი, მ. თამამშევი, გ. კოლუბანსკი, მუტაფოვი და მ. მაჩაბელი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 25 თებერვალს ხმოსანი იოანესიანი ქალაქის საბჭოზე ყველა მოსამსახურისთვის 500 თუმნის მომატების ინიციატივით გამოვიდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, ექიმები რუდკოვსკი და შეინფოგელი ქალაქის მერს ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი 14 წლის ვანოს აჩარაძის ოდესაში გადაყვანას სთხოვდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „კავკასიის მიმოხილვის“ ცნობით, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე მასწავლებელ ქალთა საზოგადოების წევრებისთვის პედაგოგიკის ლექციების კურსს წაიკითხავდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკასიის მიმოხილვის“ ცნობით, მასწავლებელ ქალთა საზოგადოების წევრებისთვის იგეგმებოდა ლექციების კურსი ფიზიოლოგიაში.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „კავკასიის მიმოხილვის“ ცნობით, ექიმმა სამიოლოვიჩმა მასწავლებელ ქალთა საზოგადოების წევრებისთვის ანატომიაში ბოლო ლექცია წაიკითხა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უთუ ბასილიას პრინცესა მიურატის სასახლეზე თავდასხმა ედებოდა ბრალად. ოლქის სასამართლოსგან მას ერთი წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა ჰქონდა მისჯილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის „ცნობის ფურცლის“ 192-ე ნომერში ალექსანდრე ჯორჯიკიამ გამოაქვეყნა წერილი, რომ იგი ზუგდიდისა და სენაკის მაზრის მცხოვრებლებს ბორნით მგზავრობის საფასურს სამართლიანად ახდევინებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სოფიო ჭალაგანიძისამ, ქრისტინა გეგეჭკორისამ, ანეტა დგებუაძისამ, მარო კიკნაველიძემ, ნინო ჯამბაკურ-ორბელიანისამ, გიორგი ჩაგუნავამ და ლაზარე ჭალაგანიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გრიგოლ ანჯაფარიძემ, თომა ელიავამ, გრიგოლ ჩაჩიბაიამ, თეიმურაზ გეგეჭკორმა, გიორგი კონსტანტინეს ძე გვათუამ, პავლე გვახარიამ, მიხეილ თურქიმ და ბესარიონ წოწორიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს, ერმილე მასხულიამ 50 კაპიკი გაიღო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა ისააკ ლაკერბაიას, მიტროფანე ნანავას, სანდრო ნებიერიძის, ნესტორ ბუაძისა და შალიკო კალანდარიშვილის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გიორგი ივანეს ძე ივანოვმა და ვასილ კახიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 3-3 მანეთი შესწირეს, პარასკევა ჭალაგანიძისამ, ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანმა და იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ კი – 2-2 მანეთი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა იორდანე იმნაძის, ესტატე ოკუჭავას, ლევანტი თოდუას, ალექსანდრე თოფურიასა და ლუკა ბაკურიას საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დავით თოდუამ, ვასილ ახალაიამ, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ, თომა გაბისონიამ, გრიგოლ ოდიშარიამ, გრიგოლ შავდიამ და სპირიდონ კვარაცხელიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

