რეგისტრირებული ფაქტები89993
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა წიგნი „ქართული ქრისტომატია“, რომლის ფასი 70 კაპიკი იყო. ვინც არანაკლებ ათ ეგზემპლარს პირდაპირ გამომცემლისაგან ნაღდი ფულით შეიძენდა, იგი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში სტუდენტ ჯინორიძის დასახამარებლად გამართულ ჭიდაობაზე შეგროვდა 45 მანეთი და 46 კაპიკი. აქედან ფიცრის ქირასა და გადატან-გადმოტანაში დაიხარჯა 2 მანეთი და 50 კაპიკი, თოკების ქირაში – მანეთი, არგანში – 2 მანეთი, ლურსმანსა და სხვა წვრილმანებში – 95 კაპიკი, პოლიციის მოხელეებისთვის – 3 მანეთი, სულ – 9 მანეთი და 45 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში მიხაილოვის ქუჩაზე გ. ქართველიშვილი ფლობდა სახლს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, „სეკრეტარის“ წოდება ჰქონდა ნიკოლოზ მიხაილის ძე სივერსს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ქართველიშვილის სახლში აღმოაჩინეს ნავთი, რომელიც ძალიან კარგი აღმოჩნდა და აფთიაქში გაგზავნეს, რათა ქიმიურად გამოეკვლიათ მისი შემადგენლობა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „თფილისის ფურცლის“ ცნობა, რომ ლორთქიფანიძემ ჩითახოვისაგან შეიძინა მიწა მუშტაიდის ბაღის გვერდით და სურდა დიდი ქვის შენობის აგება საერო თეატრისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი და იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილი იღებდნენ ყმაწვილებს მოსამზადებლად საშუალო სასწავლებლებში. მისამართი: ვარანცოვის ხიდის პირდაპირ, ნიკოლაევის ქუჩა, თ. გრუზინსკის სახლი N 21.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, მოქალაქე, რომელიც ისწავლიდა სომხების სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლის დასრულების შემდეგ ერთი წელი ჰქონდა დრო, რათა მიეღო სასულიერო წოდება, რაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან ათავისუფლებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ახალი ამბავი, რომ ქაჩლიშვილმა გ. აბაშიძის მამულში დაწვა სახლი და ძნა.

