საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89993

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიქორ მიკირტიჩიანი იყო პატიმარი.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აღუნაკოვის ქვრივის მკვლელობაში ბრალდებულ ფერიძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ციმბირში გზავნიდნენ.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაიცვალა ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი, რომელსაც დაკრძალავდნენ სოფელ კასპში 16 ნოემბერს, დილის 11 საათზე. პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველდღე, თერთმეტ და შვიდ საათზე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის მიერ გადმოკეთებული ტურგენევის კომედია „სადილი მარშლისას“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებულ საკომერციო კურსების შესწავლის მსურველებს, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ შეეძლოთ წერილით დაკავშირებოდნენ ხ. პ. მანუელიანცს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 სექტემბრიდან ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებულ საკომერციო კურსებზე იწყებოდა სწავლა. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 25 აგვისტოდან, ყოველდღე საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებული საკომერციო კურსები მსურველებს შეეძლოთ უსასყიდლოდ შეესწავლათ ძმების წოვიანოვების საბანკირო კანტორაში სიონის ქუჩაზე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შორაპნის მაზრის ექიმის ფერშალი (თანაშემწე) იყო გ. მახარაძე.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს მიხეილ ივანეს ძე მელიქიშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრის სოფელ სადახლოში გარდაიცვალა დიმიტრი ივანეს ძე მელიქიშვილი. მას დაკრძალავდნენ 17 ნოემბერს სოფელ ახტალაში, საგვარეულო სამარხში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმები წოვიანოვები თბილისში სიონის ქუჩაზე ფლობდნენ საბანკირო კანტორას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებულ საკომერციო კურსებზე 1886-1887 წლის სასწავლო წელს ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საკომერციო ეკონომიკა, საკომერციო არითმეტიკა, ბუღალტერია (მარტივი, ორკეცი და საბანკო), არითმეტიკა საანგარიშოთი, საკომერციო მიწერ-მოწერა, სავაჭრო და სათამასუქო წესდებანი, სწრაფი, გარკვეული, ლამაზი წერა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცმა თბილისში ქალებისა და ვაჟებისთვის საკომერციო კურსები დააარსა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმები იყვნენ დიმიტრი და მიხეილ ივანეს ძე მელიქიშვილები.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვრის მეუღლე იყო მარიამ დავითის ასული ამილახვარი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევგრაფ იაგორის ძე ხოსროევი თბილისის საქალაქო გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ მიხეილ ივანეს ძე მელიქიშვილი მეუღლესთან ერთად ნათესავებს განცხადებით ატყობინებდა ძმის, დიმიტრი ივანეს ძე მელიქიშვილის გარდაცვალებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის კომედია „ციბირელი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებული საკომერციო კურსები, რომლის მიზანი იყო სპეციალური საკომერციო განათლება მიეცა ქალ-ვაჟებისთვის, მოემზადებინა და ესწავლებინა ანგარიში, მდებარეობდა სოლოლაკში, ლაბორატორიის ქუჩის N 11-ში.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი იყო თავადი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დიმიტრი ივანეს ძე მელიქიშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ი. რატილი იყო ლოტბარი.