რეგისტრირებული ფაქტები89902
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში ფილიპე გლახუნას ძე ლორიას ცარიცინიდან სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წელს ტუბერკულიოზით დაავადებული ირაკლი (კაკი) წერეთელი იძულებული გახდა, ქუთაისში დაბრუნებულიყო.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ისიდორე გულიაშვილი იყო უპარტიო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ისიდორე გულიაშვილი დააპატიმრა მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით ისიდორე გულიაშვილი დააპატიმრა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 7 ოქტომბერს ფოთის სახელოსნო სასწავლებელის კურთხევას დაესწრნენ ქალაქის მოურავი და საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი დ. კონონოვი.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი 1889 წლის 10 აპრილს ლეჩხუმის მაზრის სოფ. ბარდნალაში დაიბადა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს ირაკლი წერეთელი ქუთაისში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, იოსებ გობეჩია პარიზიდან რუსეთში დაბრუნდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს თბილისის სამხედრო სასამართლოს დადგენილებით იოსებ გობეჩიას პოლიციის დეპარტამენტი დასჭერად ეძებდა.
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი 1881 წლის 20 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა.
1959
ტიპი: გარდაცვალება
ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი 1959 წლის 21 მაისს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ირაკლი წერეთელი ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი გახდა.
1914
ტიპი: ნასამართლეობა
1914 წლის 9 ივლისს ფილიპე გლახუნას ძე ლორია ტრამვაის გაფიცვის მოწყობისთვის მეორედ დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ირაკლი წერეთელმა საფრანგეთში იურიდიული საქმიანობა დაიწყო.

