საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85205

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ბათუმში გერასიმე ცაგარეიშვილმა გახსნა სასწავლებელი, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებში ამზადებდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ბათუმში გახსნილი სასწავლებლის დამაარსებელი გერასიმე ცაგარეიშვილი ანაზღაურების სახით საკმაოდ დიდ თანხას იღებდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს გერასიმე ცაგარეიშვილმა დახმარება სთხოვა იაკობ ფანცხავას სასწავლებელში მიბარებულ ბავშვების განათლებაზე ზრუნვაში.

1886

ტიპი: განათლება

1886-1890 წლებში გერასიმე ცაგარეიშვილი ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს გერასიმე ცაგარეიშვილმა დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-1893 წლებში იაკობ ფანცხავამ ოდესაში წაიღო ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკის წერეთლის ლექსთა კრებულები.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს აკაკი წერეთლის კრებული ცალკე წიგნად გამოსცა ბეჟან ლორთქიფანიძემ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-93 წლებში ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რეპეტიტორობის დამსახურებით იაკობ ფანცხავა კარგად იკვებებოდა, რაც დიდი იშვიათობა იყო ხელმოკლე სტუდენტისათვის.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავა რეპეტიტორობის სანაცვლოდ ყოველდღიურად ორი კერძისგან შემდგარ სადილს იღებდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში ქუთაისში რუს მსახიობთა დასთან ერთად ჩამოსულმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში გოჩას როლი შეასრულა.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში ქუთაისში ჩამოსულმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა ქართული საერთოდ არ იცოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის შემოდგომაზე გვალვის გამო საგანგებოდ მოწვეულ ყრილობაზე იაკობ ფანცხავა გაკვირვებული დარჩა, რომ განსახილველ საკითხთა შორის არ იყო მოუსავლიანობის დროს დაზარალებული მოსახლეობის შიმშილისაგან დახსნის გზები და თავად დააყენა ეს საკითხი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია გიორგი ლომთათიძის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობისათვის ანა ლორთქიფანიძემ გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა ა. მ. რუბაჩოვს, მიხეილ ქორიძეს, ს. ს. კრასნოსელსკის, ფ. ს. სალაჩს, ვ. ა. ბერნარდს, ვ. ლ. ურუშაძეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 ივლისს ბათუმში ანა იმედაშვილისა (კავთელის) და ივანე ბარველის მონაწილეობით „ბრჭყალები“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 აგვისტოს სურამში იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით სამხიარულო საღამო უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 ივლისს ბათუმში ანა კავთელისა და ივანე ბარველის მონაწილეობით „ბრჭყალები“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 21 ივლისს თბილისში გიორგი ლომთათიძემ თავი მოიკლა.

1916

ტიპი: ღონისძიება

პრაპორშიკი მერაბ სოლომონის ძე ანდრონიკაშვილი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძემ პენსიაზე გასვლის შემდეგ ბათუმის გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

1864

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე 1864 წელს დუშეთის მაზრაში დაიბადა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის თხზულების „მარო და ვარლამი“ დასაწყისი.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად მიიწვიეს. მან ამ თანამდებობაზე 22 წელი იმუშავა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსადრე ივანეს ძე ნათაძემ გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ ფანცულაიას თხზულება „წმინდა ხელოვნება“.