საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19046

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ვიდექ ზღვის პირას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „არ მშორდება სევდა მწარე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „არ მშორდება სევდა მწარე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის სტატია „მშვენიერება“ (სერგეი მაკოვსკის წერილიდან).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი პიესის „რეაქცია“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასულ ხოსიტაშვილის ლექსი „მწუხრი“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის ივნისში „დროების“ რედაქციამ გრიგოლ ცერცვაძის ოთხმოქმედებიანი კომედია „ბედნიერება უბედურებისაგან“ მიიღო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 ივნისის „დროებაში“ ნიკოლოზ რაზიკაშვილის ლექსი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 ივისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატიის „ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის განყოფილება ძველ სენაკში“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 ივისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატიის „ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის განყოფილება ძველ სენაკში“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 27 ივისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატიის „ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის განყოფილება ძველ სენაკში“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 ივისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატიის „ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის განყოფილება ძველ სენაკში“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო ახლად დაბეჭდილი ჟურნალ „ჯეჯილის“ ნომერი (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი), რომელშიც დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის, ნორა დიასამიძის, შიო მღვიმელის, ანასტასია წერეთლის ნაწარმოებები, ანასტასია თუმანიშვილის და ე. ხუნდაძის თარგმანები. ჟურნალი გაეგზავნებოდათ მხოლოდ იმ ხელმომწერებს, რომელთაც დამატებით 400 მანეთი ჰქონდათ გადახდილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „მამათა ანდერძი და ჩვენი მოვალეობა“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ბელგიის უსახელო საზოგადოების ინჟინერი რაძინსკი თბილისში ჩამოვიდა, რათა გამგეობისთვის თბილისის ელექტრონით მოძრავი ტრამვაის გამართვის პროექტი წარედგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ ნიკოლოზ ხეცურიანმა ოლღა ციცაგის გაშვილების თაობაზე სტატია გამოაქვეყნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ტექნიკოსმა არჩილ ქურდიანმა ქალაქის წყლის მილების გაყვანის გეგმა შეადგინა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 ივნისს ქუთაისში კონსტანტინე ფოცხვერაშვილისა და ალექსანდრე წუწუნავას თაოსნობით პეტერბურგში მყოფ ქართველ სტუდენტთა სასარგებლოდ წარმოდგენა („პირი მზე“) და სეირნობა გაიმართა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (გამოთქმა) მე-4 ნაწილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ა. მ. ვართანოვი ქალაქის გამგეობას თბილისის ზოგიერთ ადგილზე ავტომატური ფარნების დადგმის ნებართვას სთხოვდა. ფარნები სავაჭრო და სამრეწველო დაწესებულებათა სარეკლამოდ იყო შექმნილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის წერილი „შანტეკლერი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ ივანეს ძე წულაძის წერილი „ჭიათურის სცენა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 16 ივნისს სახალხო სახლში ქართულმა დრამატულმა დასმა ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ინჟინერი გიორგი დეკანოზიშვილი იღებდა შეკვეთებს შემდეგ საინჟინრო სამუშაოებზე: მადნეულის – ნავთი, ქვანახშირი, ვერცხლი, სპილენძი და სხვ. – გამოკვლევა; წყლის გამოყვანა სასმელად და მამულის მოსარწყავად; სადავო საქმეების ექსპერტიზა; გეგმის შედგენა და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 30 აგვისტოს იაკობ ნიკოლაძის მიერ პარიზში ჩამოსხმული ძეგლი „საქართველოს მწუხარება“ ილია ჭავჭავაძის საფლავზე დადგეს.