რეგისტრირებული ფაქტები89989
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 მარტს ადამიანცი მონაწილეობას მიიღებდა კონცერტში, რომელიც უნდა გამართულიყო პირველი კლასიკური გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამთავისის სობორის მღვდელმა ესტატე მცხვეტაძემ გაზეთის მეშვეობით მადლობა გადაუხადა მორჩილ ექვთიმე ბაკურაძეს, რომელიც დაეხმარა ტაძრისთვის შემოწირულობის შეგროვებაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა გამგეობის მოხსენებას გალუსტოვისა და ავეტიქ არუთინოვის დავის შესახებ სახლების თაობაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა სვიმონ კიკვაძის თხოვნას 1885 წლის აღწერის გადასახადის შემცირების თაობაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა ბარბარე ერემოვის თხოვნას, რომ გაეთავისუფლებინათ სახლის აღწერის გადასახადიდან და ხელახლა შეეფასებინათ მისი მამული.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა მალიკო ხანიკოვის საჩივარს გამგეობის მიმართ, რომელმაც ფურნეს მშენებლობის ნება არ დართო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა იაგორ დავიდოვის თხოვნას დახმარებოდნენ აეღო სარგებელი 1876 წელს გამორთმეული საშუალო აქციზიდან.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა იოსებ მერაბოვის საჩივარს გამგეობიოს მიმართ, რომელმაც უარი განუცხადა ღვინის სარდაფის გახსნის თაობაზე.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 29 დეკემბერს მარტყოფში მცხოვრებ ამირან ჩიტრეკაშვილს 10 ურემი თივა დაუწვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ტატიშვილმა დაიწყო ახალი წიგნის დაბეჭდვა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ხელ-ჩართული, ყვავილიანი და გვირგვინიანი ასოები, ძველებური ასოები, სხვადასხვაგვარი არშიები და შოთა რუსთაველის სურათი ბალიშებზე დასაკრავი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილისა და ლოტბარ იოსებ რატილის აზრით, ხოროში ერთ მომღერალს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რის გამოც აღნიაშვილმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაში დახმარებოდა მას.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 7 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ოცდაათი თუმნიდან, რომელიც ბაღოსნობის სკოლის ხარჯს გადარჩა 20 თუმანი მიეცათ მასწავლებელ ჯაფარიძესთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 თებერვალს გორში წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის სამმოქმედებიანი კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და აკაკის ვოდევილი „ბუტიაობა“.
1887
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 6 ივლისიდან ქუთაისის მომრიგებელ სასამართლოში წარმოებდა საქმე სოლომონ ღულაძის გაქურდვის თაობაზე. ეჭვმიტანილი იყო მისივე მოსამსახურე 11 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარია.
1887
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 6 ივლისს სოლომონ ღულაძეს მისივე მოსამსახურე 11 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარიამ ვერცხლის კოვზები მოპარა, რომლის მაგივრად შეცდომით პოლიციამ ფოთში მცხოვრები 32 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარია დააპატიმრა. მოსამართლემ ის გაამართლა და გაათავისუფლა.
1887
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 27 იანვარს კავკავის სოფელ ხუმელაგაში მცხოვრები ქალი ფაფო ქუძიევი ნავთით დაიწვა და გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 7 თებერვალს დააპატიმრეს თბილისის მოქალაქე ნიკოლოზ ჯავაშვილი, რომელმაც ბაღდასაროვის დუქნიდან სამი ტყავი მოიპარა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარქოს პალადის მიხეილ საბინინმა გაუგზავნა თანხა და სთხოვა დაეარსებინათ სასწავლებელი წმინდა ნინოს მონასტერთან, ქიზიყში.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 6 ივლისს სოლომონ ღულაძეს მოსამსახურემ, 11 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარიამ, ვერცხლის კოვზები მოჰპარა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ-ლეიტენანტის ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის განცხადებით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრება გაიმართებოდა 20 მაისს.

