რეგისტრირებული ფაქტები89965
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ტაძრისში ტყის მოხელე ნიკო მუსხელიშვილის თაოსნობით ააშენეს სასოფლო სკოლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 თებერვალს სოფ. ხოვლეს მცხოვრებმა, 19 წლის დათა მერაბაშვილმა, შურისძიების მიზნით გატეხა ხარაზის სახელოსნო, რომლის მეპატრონესა და მერაბაშვილს ერთი ქალი უყვარდათ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე იყო ქუთაისის კერძო სასწავლებლის მმართველი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის წევრი იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი ვასილ როსტომის ძე ყიფიანს გამოჯანმრთელებას უსურვებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის გლეხებმა სკოლის დასაკეტად შედგენილი განაჩენი წარუდგინეს ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორს ბ. სმეკალოვს, რათა მისგან დახურვის ნებართვა მიეღოთ, თუმცა უარი მიუვიდათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორმა ბ. სმეკალოვმა სოფელ ჭყვიშის სკოლის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა, არასდროს ეფიქრათ გლეხებს უმიზეზოდ სკოლის დახურვა, სასწრაფოდ გაეხსნათ სკოლა და შვილები გაეშვათ სასწავლებლად.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორმა ბ. სმეკალოვმა სოფელ ჭყვიშის სკოლის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა, ქუთაისის გუბერნიაში გახსნილი სახალხო სკოლები არასდროს დაიხურებოდა, რადგან ისინი თავის მოვალეობას ცოტათი მაინც ასრულებდნენ.

