რეგისტრირებული ფაქტები89965
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 1-ელი იანვრისთვის ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი ჯამში 4 685 197 მანეთი და 66 კაპიკი იყო. ბალანსს ხელს აწერენ ბანკის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, გამგეობის წევრები: ივანე პეტრეს ძე ჯაიანი და ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი, ბუღალტერი ო. სვანიძე.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პროგიმნაზიის ინსპექტორ მარტინოვსკის ჩანაწერი, რომელშიც აღწერილი იყო მთელი 1887 წლის მოქმედება და მოღვაწეობა თბილისის პროგიმნაზიულ საბჭოსი. ივერიაში დაიბეჭდა ის მონაკვეთი, რომელიც ეხებოდა მოსწავლის „დაქანცვას“ სწავლების მეთოდებითა და ა. შ.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ რუისპირში ქურდებმა გატეხეს გ. ავალიშვლის დუქანი, საიდანაც წაიღეს ოთხი ქვაბი და სხვადასხვა ავეჯი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ელექტროენერგიით ქალაქების გამნათებელი კომპანიის მეპატრონე ბლანშომ, რომელიც შვეიცარიიდან თბილისში ჩამოვიდა, მოელაპარაკა მთავრობას ქალაქის ელექტროენერგიით განათების თაობაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს შვეიცარიიდან ელექტროენერგიით ქალაქების გამნათებელი კომპანიის მეპატრონე ბლანშოსგან ჩამოუვიდა ლოკომობილი, რომელიც უზრუნველყოფდა ქარვასლისა და თეატრის განათებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ ვასილ როსტომის ძე ყიფიანი თბილისის თავადაზნაურობის სკოლისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. მისი სახელი, როგორც პატიოსანი გამოცდილი და ნიჭიერი მასწავლებისა, დაუვიწყარი იქნებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში გაიმართა ორი საქველმოქმედო საღამო თელავის საქალებო სასწავლებლისა და ღარიბი ოჯახის დასახმარებლად. საღამოზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ადვოკატი მელაძე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსახიობმა დავით აწყურელმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს გამართულ სამედიცინო საზოგადოების კრებაზე ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად ექიმმა როტინიანცმა განაცხადა, რომ წყლის მილი საჭირო რაოდენობის წყალს იძლეოდა ქალაქისთვის, რადგან მოსახლეობის ნაწილი ყორღანოვის წყალს იყენებდა, ნაწილი – მტკვრისას და ნაწილი – დაბახანის წყალს სარეცხისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1888 წლის 1-ლი იანვრისათვის. ბალანსს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ივანე მაჩაბელი და ხ. ხაჩატურიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის საქმეებს აგვარებდა, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სომხეთის მიმართ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრაფ ალექსანდრე ვლადიმერის ძე ადლერბერგის ქალიშვილი იყო გრაფინია მარიამ ადლერბერგი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც დობჩინსკის როლი მოირგო ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც ხლესტაკოვის როლი მოირგო ვასილ ალექსის ძე აბაშიძემ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლის კომიტეტის წევრები მადლობას უხდიდნენ ვასილ როსტომის ძე ყიფიანს ოთხწლიანი სამსახურისთვის.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის დედათა გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლემ ევგენია ტერპუგოვისამ თავი მოიწამლა და გარდაიცვალა.

