საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89965

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ქორქაშვილმა სოფელ ჭყვიშის მამასახლისს გაამართვინა გლეხებისთვის კრება, სადაც მათ აუხსნა თუ რამდენად და რატომ იყო საჭირო სკოლა სოფლისთვის, რა სარგებლობას მოუტანდა მათ შვილებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა – ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ქორქაშვილმა სოფელ ჭყვიშის მამასახლისს გაამართვინა გლეხებისთვის კრება და მათ პირობა მისცა, რომ სადაც საჭირო იქნებოდა იქ გააგრძელებდნენ სწავლას თავიანთი შვილები, ქუთაისის სახალხო სამასწავლებლო დირექციაც ყოველთვის დაეხმარებოდა სკოლას საჭირო რაოდენობის ნივთების შესაძენად და სახლის შესაკეთებლად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორი იყო ქორქაშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის ერთი წლით დაკეტილი სკოლა იმავე წლის ოქტომბერში კვლავ გახსნეს, რაც ღვთისმოყვარე ადამიანების დამსახურება იყო, რომლებმაც გლეხებს აზრი შეუცვალეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახლხო სკოლაში 37 მოსწავლე სწავლობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე იმედოვნებდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლას არასდროს მოაკლდებოდა ქუთაისის სახალხო სამასწავლებლო დირექციიისაგან დაპირებული დახმარება და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც კვლავინდებურად გაუგზავნიდა სასწავლო ნივთებს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 13 იანვარს გლაფირა კირშნერის სადგურიდან მოიპარეს 120 მანეთი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლაფირა კირშნერი იყო ქვრივი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლაფირა კირშნერი თბილისში ფლობდა სადგურს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 იანვარს გოლდშმიტმა ქუჩაში იპოვა ვერცხლის ჩაის კოვზი. მეპატრონეს ნივთის დასაბრუნებლად საბუთები უნდა წარედგინა პოლიციაში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გოლდშმიტი იყო ქუჩის დარაჯი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის მონაწილეობით ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, გ. ს. ალექსეევ-მესხიევი. დასაწყისი 8-ის ნახევარზე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამეგრელოს პოლკის პოდპორუჩიკი იყო ვლ. მ. ყორღანოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „საზაფხულოდ სოფელში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 სექტემბერს გაიმართებოდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საერთო კრება, რომელზეც ა. ნ. არასხანიანცი წაიკითხავდა მოხსენებას აბრეშუმის ამოხვევის შესახებ ნუხასა და ყარაბაღში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ნ. არასხანიანცი იყო ექიმი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „გიგლია“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა სიმონ ჭუმბურიძის სტატია შორაპნის მაზრის სოფელ ჩხერის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მიხეილ იოსების ძე ხელაშვილის სტატია ალავერდის სობოროს ხელნაწერი სახარების შესახებ. ხელაევის თქმით, ხელნაწერი მეათე საუკუნით თარიღდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვის ფელეტონის „შარდენი საქართველოში-ის“ I და II ნაწილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კეპინოვმა თავის ხარჯით თბილისის ქუჩებში განცხადების გასაკვრელი 60 ბოძი დადგა, რისთვისაც ყოველწლიურად გამგეობას თანხას უხდიდა. განცხადების გაკვრის უფლება კეპინოვის ნებართვის გარეშე არავის ჰქონდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცხენის რკინიგზის გამგეობა მატარებლებში განცხადებებს აკრავდა და მისი ავტორებისაგან ფულს იღებდა, რის გამოც უკმაყოფილო იყო კეპინოვი, რომელსაც განცხადებების გასაკრავი ბოძები ჰქონდა ქალაქში დადგმული. მან საჩივარი შეიტანა გამგეობაში, საიდანაც ცხენის რკინიგზის გამგეობას მიმართეს განცხადებების აღების მოთხოვნით, რაც არ გაითვალისწინეს, რის გამოც თბილისის გამგეობამ ვექილს მიანდო საქმის გარკვევა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ჩამოვიდა ბარონი ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო სახელმწიფოს მრჩეველთა განყოფილების წევრი.