საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89933

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს სიმონ სიმონის ძე სტარინი გორის სამხარეო მიწისმზომელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ბ. ტელეჟინსკი თბილისის გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს გოგია ჟორდანიას საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს დათიკო მესხმა ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 9 მანეთის ქართული წიგნები შესწირა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს მკურნალი ილია ივანეს ძე სმოლენსკი გორის სამხარეო ექიმი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე, შალვა ორაგველიძე და ჯიმშერ ფირცხალაიშვილი სოსე და ნიკოლოზ ქიქოძეებს უნდა დაეცვათ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1849 წლებში თავადი რევაზ რომანის ძე მაყაევი (მაყაშვილი) თელავის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე სამხედრო ექიმი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 დეკემბერს ოლქის სასამართლოს მიხა სულუხიას საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ივანე კალანდაძემ ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს მანეთი შესწირა, ილარიონ მგელაძემ – 10 შაური.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ნოემბერში თბილისში სამხედრო ექიმმა სამსონ დიდიძემ თავი ჩამოიხრჩო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ბ. ტელეჟინსკის თბილისში წყლის მილების გაყვანილობა უნდა შეემოწმებინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს ნოე ჟღენტის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სოსე ქიქოძე ვექილი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს რევაზ ივანეს ძე ანდრონიკოვი თელავის სამხარეო უფროსის დამხმარე იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნოე ჟღენტს, მეთოდე მახარაძესა და სერაპიონ ბურჯანაძეს ყაჩაღობა ედებოდათ ბრალად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ბ. ბუტკევიჩის თავმჯდომარეობით თბილისში წყლის მილების გაყვანილობა უნდა შეემოწმებინათ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში ქალთა დაავადებებს მ. კოგანი მკურნალობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში სიფილისსა და ქირურგიულ დაავადებებს ფ. გერატი მკურნალობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 ნოემბერს ქალაქის საბჭომ დააკმაყოფილა მერჟევსკის თხოვნა და სიღარიბის გამო 450 მანეთი გადასცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში თვალის დაავადებებს ი. ვარშავსკი მკურნალობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ი. ვარშავსკი ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში მუშაობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელs პედაგოგ მარიამ ლიონიძეს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება უბოძეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ქუთაისში, სამსონ თოფურიას ამბულატორიაში, გადამდები სენით დაავადებულებს არ იღებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში ლანჩხუთში მ. მდივნის მონაწილეობით „ტარიელ მკლავაძე“ უნდა დაედგათ.