საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89936

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აგვისტოს ქარელში გამართულ წარმოდგენაზე გ. ტყემალაძე ღარიბი სტუდენტების სასარგებლოდ ბილეთებს ყიდდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობა ქალაქის სანიტარულ მდგომარეობას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მაგალითად, გაბრიელ თამამშევის ქარვასლის სარდაფებიდან გამოჰქონდათ კასრებისა და სხვა ჭურჭლის ნარეცხი წყალი და სემინარიის ბაღის მახლობლად ღვრიდნენ.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტმა კიევის უნივერსიტეტიდან დერპტის (დღევანდ. ტარტუს) უნივერსიტეტში გადაიტანა საბუთები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გიორგი ბრეგვაძემ ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს მანეთ-ნახევრის წიგნები შესწირა, აპოლონ ცინცაძემ – ორმანეთ-ნახევრისა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს თბილისის გუბერნიის ხაზინადრის მრჩეველი იყო კოლეგიის ასესორი ნიკოლაი ანდრიას ძე კირიაკოვი.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტი ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1849 წლებში იოსებ დანიელის ძე ბრაჟნიკოვი თელავის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის მდივანი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქართულმა დრამატულმა თეატრმა მომღერალთა გუნდი შექმნა, რომლის ხელმძღვანელად და ლოტბარად მუსიკოსი ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი მიიწვიეს. მას განათლება პეტერბურგისა და ვარშავის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს გარნოვსკი ტყიბულის აფთიაქის მფლობელი იყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს თეოფანე სპირიდონის ძე გიორგობიანი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ უნდა დაედგათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს შალვა ორაგველიძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკოლოზ ქიქოძე ვექილი იყო. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ერასტი ასათიანს ვექილი გელაზაროვი იცავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს მეთოდე მახარაძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს კარპოვი სახალხო სკოლების ინსპექტორი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს სერაპიონ ბურჯანაძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს ჯიმშერ ფირცხალაიშვილის საქმე უნდა განეხილა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დედათა პირველი გიმნაზიის დირექტორად კლასიკური გიმნაზიის ყოფილი ინსპექტორი ალექსანდრე შულგინი დაინიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს პ. ლორიამ ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 2 მანეთის წიგნები შესწირა, სერგო ივანოვმა – 14 მანეთის.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტი კიევის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ნოემბერს სასამართლო პალატას ერასტი ასათიანის საქმე უნდა განეხილა. მას რვა წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გოგია ჟორდანიას, შალვა ორაგველიძესა და ჯიმშერ ფირცხალაიშვილს ბათუმის გუბერნატორისა და სხვების გაძარცვა ედებოდათ ბრალად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში გაბრიელ ტორაძის ოჯახს მუქარის წერილი მისწერეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში დავით ჟღენტმა სტუდენტი იმნაძე დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა.