რეგისტრირებული ფაქტები89933
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 8 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატამ ლუარსაბ ფურცელაძის მკვლელობის საქმე განიხილა. დანაშაული ბრალდებოდათ პროკოფი მესხსა და მუნუელ კოპაძეს. საქმე ქუთაისის ოლქის სასამართლომ იქამდეც განოხილა. მაშინ მესხი და კოპაძე გაამართლეს, მაგრამ ბრალმდებლებმა სააპელაციო პროტესტი სამოსამართლეო პალატაში გადაიტანეს. საბოლოოდ, ქუთაისის ოლქის სასამართლოს განაჩენი დამტკიცდა და ბრალდებულები ისევ გაამართლეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის საოსტატო სემინარიის პედაგოგ გიორგი უთურგაულს „სტატსკი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს პლატონ კილასონია საგუბერნიო სატუსაღოს სავაჭროს გამგის თანაშემწე იყო.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ რუხაძეს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის 20 წელი შეუსრულდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ სურკოვი ქურდობისთვის იყო დაპატიმრებული.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის იანვარში ექიმი სამსონ თოფურია საკუთარ ამბულატორიაში ნერვულსა და შინაგან დაავადებებს მკურნალობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს პატიმარმა ვასილ სურკოვმა საგუბერნიო სატუსაღოდან გაქცევა სცადა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბაქოს ციხის უფროსი სეიდი თბილისის საგუბერნიო ციხის უფროსად დანიშნეს.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ოლეგიის მდივანი, თავადი ალექსანდრე იოსების ძე თუმანოვი გორის სამხარეო მოსამართლის მოადგილე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ნოემბერს ქართულ დასს ბათუმში უნდა წარმოედგინა ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში რევაზ ბაადურის ძე თარხან-მოურავი გორის სამხარეო მოსამართლის მდივანი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ფიოდორ ბოგდანის ძე განფი თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოს ინსპექტორი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ფ. გერატი და მ. კოგანი ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში მუშაობდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი გაბო ბოჭორიშვილის სტატიის მიხედვით, ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ქალაქის მიერ შეწირული ფული და ადგილი ჰქონდა შენობის ასაშენებლად.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს რუსეთის სამრეწველო გამოფენის კომისიამ სეილა მანუჩარის ძე ჭანტურიძეს საუკეთესო ღვინის წარმოებისთვის ოქროს მედალი და ქების ფურცელი გადასცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მოზდოკის სასწავლებლის პედაგოგ ბაქრაძესა და ბათუმის ოთხკლასიანი სასწავლებლის პედაგოგ ნიკო ჯაყელს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გიორგი თვალავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას თუმანი შესწირა.

