საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89840

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დადგინდა, რომ 1919 წელს ახალი სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოში სულ 2596 მკითხველი ჰყავდათ. მათ შორის — 449 ქალი, ხოლო 2147 ვაჟი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დადგინდა, რომ ახალი სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოში 1919 წელს მიდიოდა გაზეთები: „ერთობა“, „საქართველო“, „სახალხო საქმე“, „შრომა“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და სხვ., ასევე ჟურნალები – „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“ და „განათლება“.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 24 მაისს ახალ სენაკში ბიბლიოთეკა-სამკითხველო დაარსდა. ორგანიზაციის გამგედ გიორგი გამზარდია დაამტკიცეს. სენაკის გამგეობამ სამკითხველოს გასახსნელად 929.46 მანეთი გაიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს 1919 წლის ანგარიში, რომელშიც აღწერილი იყო ზოგადი ცნობები ახალი სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ბაზრის ზედამხედველმა და სანიტარმა, ი. ჩაჩანიძემ ილ. ხახალეიშვილს, ალ. ნებიერიძესა და ლ. ნებიერიძეს უსუფთაობისთვის ოქმი შეუდგინა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პირველდაწყებითი სკოლებისთვის ალექსი ილარიონის ძე გერსამიას შედგენილი ლოცვების წიგნი 2 შაურად იყიდებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კ. ბ. ლორთქიფანიძის საქმე სასამართლო პალატას 14 დეკემბერს უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ოქტომბერს სასამართლოს დადგენილებით შალვა იოსელიანი საგუბერნიო სატუსაღოში გადაიყვანეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩიხლაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს სკოლის მასწავლებლად და სამკითხველოს გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ერევნის რაიონის მომრიგებელ-მოსამართლის დამხმარე კარაპეტ იაკობის ძე კიალოვი მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის პედაგოგი ლავრენტი აღლაძე თონეთის სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ და მისთვის იქაური პედაგოგის ანაზღაურებაზე ათი მანეთით მეტი მიეცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის მასწავლებლების ჩივილის მიუხედავად, ინსპექტორის თანამდებობაზე დაეტოვებინა სამსონ ყიფიანი, რომელმაც საყვედური მიიღო სკოლაში დისციპლინური დარღვევებისა და დავთრების არასწორად წარმოების გამო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის აღმზრდელი დიმიტრი ლორთქიფანიძე სენაკის სკოლაში გაეგზავნა სამუშაოდ, მის ნაცვლად კი იასონ ნიკოლაიშვილი დაენიშნა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ოქტომბერში სოფ. ჩიბათში მარიამ გაბრიელის ასული ჯორბენაძისა გარდაიცვალა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბრამდე ლექვინაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს სკოლის მასწავლებელი და სამკითხველოს გამგე იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას სტატია „დასასრულის დასაწყისი“.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს ბიძინა წერეთელი საჩხერეში გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებაზე თავმჯდომარემ, ლუარსაბ ლოლუამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნასამართლევი პირები ვერ მიიღებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დ. ნ. ბაქრაძის საქმე სასამართლო პალატას 14 დეკემბერს უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ბაზრის ზედამხედველმა და სანიტარმა, ი. ჩაჩანიძემ უსუფთაობისთვის სიმონ ჩიკვაშვილს, ნიკ. ბოჭორიშვილს, ნიკ. თევდორაძესა და სერგო ჩიტიაშვილს ოქმი შეუდგინა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატამ ლ. ბერიშვილს 4-წლიანი კატორღა მიუსაჯა, შემდეგ ავადმყოფობის გამო სასჯელი ციხეში ჯდომით შეუცვალეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 ივნისს ქუთაისის თეატრში გაიხსნა ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველთა კრება ლუარსაბ ლოლუას თავმჯდომარეობით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეზეკია როინიშვილმა, ნიკოლოზ ჟორჟოლაძემ და ალექსანდრე კოსტავამ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. ჩაჩანიძე ქუთაისის ბაზრის ზედამხედველი და სანიტარი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებაზე მიხეილ დარახველიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ასისტენტი საარჩევნო ყუთებში ხელს ურევდა.