რეგისტრირებული ფაქტები89813
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, დიომიდე თოფურიძე გაზეთ „საქართველოს ეკონომისტის“ რედაქტორი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ვეშაპელი, თავმჯდომარის მოადგილედ – დავით ვაჩნაძე, მდივნად – რევაზ გაბაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ვეშაპელი, თავმჯდომარის მოადგილეებად – ვასილ წერეთელი და შალვა ქარუმიძე, მდივნად – დიმიტრი ჯავახიშვილი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 17 სექტემბერს, ღამით, ქუთაისში გულის შეტევით გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში გიორგაძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი ჭიჩოელის სტატიის „დიდოელების არეულობა და კახეთი“ მიხედვით, როცა თელავის მოსახლეობამ გაიგო, რომ დიდოელები აპირებდნენ ქალაქის აღებას, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, არც იარაღი ჰქონდათ მტერთან საბრძოლველად და არც ქალაქისთავი იწუხებდა თავს დახმარებისთვის, მხოლოდ თავადი მამუკა ჭავჭავაძე ცდილობდა ხალხის დამშვიდებას.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ელ ივნისს დიდოელები თავს დაესხნენ ცხვრების სადგომს და შილდის მთებამდე წაასხეს ისინი. ნიკა რუსიევმა შეკრიბა ოციოდე ახალგაზრდა ყმაწვილი, უკან დაედევნა დიდოელებს, მოკლეს რამდენიმე ლეკი და 300-მდე ცხვარი უკან დაუბრუნეს მეპატრონეებს.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 31 მაისს თავადმა გიორგი ჯორჯაძემ რომელიც ენისელში იმყოფებოდა შეიტყო დიდოელების არეულობის ამბავი და თელავის მმართველობას წერილობით რამდენჯერმე შეატყობინა, რომ დიდოელები კახეთში შესვლას ვერ მოახერხებდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დაემშვიდებინათ, მაგრამ ამაოდ თელავის მმართველებს არაფერი გაუკეთებიათ მოსახლეობის დასამშვიდებლად.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 7 ივნისს სოფელ ენისელში ჩავიდა გენერალი რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც დიდოელებთან დასაპირისპირებლად ადგილობრივებისგან შეკრიბა 300 კაციანი ჯარი, გარდა ამისა ერთი ბატალიონი და არტილერია თავისი ზარბაზნებით ენისელში მიდიოდა. ჯარის წინამძღოლად გენერალმა პოდპოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე დანიშნა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი გენერალი იყო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 11 ნეომბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილე გეურქა მიხეილის ძე შახნაზაროვი მოკლეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები გეურქა მიხეილის ძე შახნაზაროვი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის, სახლების გაჩხრეკვაში, ოჯახებიდან ნივთებისა და საქონლის მოპარვაში, სხვადასხვა დაწესებულებებიდან იარაღის აყრასა და მთავრობის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლაში.

