რეგისტრირებული ფაქტები92203
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ელ ივნისს დიდოელები თავს დაესხნენ ცხვრების სადგომს და შილდის მთებამდე წაასხეს ისინი. ნიკა რუსიევმა შეკრიბა ოციოდე ახალგაზრდა ყმაწვილი, უკან დაედევნა დიდოელებს, მოკლეს რამდენიმე ლეკი და 300-მდე ცხვარი უკან დაუბრუნეს მეპატრონეებს.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 31 მაისს თავადმა გიორგი ჯორჯაძემ რომელიც ენისელში იმყოფებოდა შეიტყო დიდოელების არეულობის ამბავი და თელავის მმართველობას წერილობით რამდენჯერმე შეატყობინა, რომ დიდოელები კახეთში შესვლას ვერ მოახერხებდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დაემშვიდებინათ, მაგრამ ამაოდ თელავის მმართველებს არაფერი გაუკეთებიათ მოსახლეობის დასამშვიდებლად.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 7 ივნისს სოფელ ენისელში ჩავიდა გენერალი რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც დიდოელებთან დასაპირისპირებლად ადგილობრივებისგან შეკრიბა 300 კაციანი ჯარი, გარდა ამისა ერთი ბატალიონი და არტილერია თავისი ზარბაზნებით ენისელში მიდიოდა. ჯარის წინამძღოლად გენერალმა პოდპოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე დანიშნა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი გენერალი იყო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 11 ნეომბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილე გეურქა მიხეილის ძე შახნაზაროვი მოკლეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები გეურქა მიხეილის ძე შახნაზაროვი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის, სახლების გაჩხრეკვაში, ოჯახებიდან ნივთებისა და საქონლის მოპარვაში, სხვადასხვა დაწესებულებებიდან იარაღის აყრასა და მთავრობის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლაში.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ერევნის მიდამოებთან განლაგებული რუსთა ჯარის მთავარსარდალ პავლე ციციანოვს მოუწვევია სამხედრო საბჭო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, მოეხსნათ ერევანზე ალყა თუ შეტევაზე გადასულიყვნენ. ციციანოვი პირველისკენ იხრებოდა, თუმცა საბჭომ უკან დახევა გადაწყვიტა და 1804 წლის 4 სექტემბერს ალყა მოიხსნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების სიღნაღის განყოფილების დირექტორად დაინიშნა სვიმონ ანდრონიკაშვილი.
1880
ტიპი: მფლობელობა
1880 წელს მიხეილ რევაზის ძე ერისთავი ფლობდა საგვარეულო მამულს სოფელ კარალეთში, ქართლში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა ბერლინში ხელშეკრულება დადო, რომლის ძალითაც საქართველო-გერმანიას შორის წყალქვეშ უნდა გაკეთდეს ტელეგრაფის მავთული ფოთიდან კონსტანცამდე და შემდეგ სტამბოლამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საქართველოში მყოფმა გერმანელმა ოფიცრებმა დეპეშით სთხოვეს იმპერატორ ვილჰელმს, რომ ისინი დასავლეთის ასპარეზზე გაეგზავნა. იმპერატორმა გამოუგზავნა საპასუხო დეპეშა, რომლითაც მადლობას უცხადებდა და აუწყებდა, რომ დასავლეთის ასპარეზზე მდგომარეობა უცვლელია და ისინი საჭირო არ არიან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საღამოს 8 საათზე დანიშნული იყო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის კრება, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ვეშაპელი.
1804
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით 1804 წელს რუსეთ-სპარსეთის ომის დროს საქართველოში რუსთა ჯარების მთავარსარდალი იყო პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის დასაწყისში საქართველოს მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა მოაწყო ლაშქრობა ერევანზე.

