რეგისტრირებული ფაქტები92182
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10) დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის წერილი „ქართული საეკლესიო ხელნაწერები ხელოვნების მხრით“, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახარების მოძღვრება საქართველოში მეოთხე საუკუნეში შემოიტანეს. ამ დროიდან დაიწყეს ქართველებმა სირიული და ბერძნული ენებიდან საღვთო წერილის თარგმნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სამსახური დატოვეს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის შემდეგმა წევრებმა: პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილმა, დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილმა, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა და ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებამ მადლობა გადაუხადა შეგირდთა მატარებლის კონდუქტორ რაჟდენ ხვედელიძეს, რომელიც წიგნების კიოსკს ზედმეტ ხარჯებს თავიდან აცილებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კახეთში მუშაობა დაასრულეს საფილოქსერო დასების მთავარმა ინსტრუქტორებმა – ი. ო. იოსელიანმა და ნ. კ. მაკარაშვილმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი ვლადიმერ ნაცვალაძის სტატიის მიხედვით, სამტრედიაში ზოგიერთი მასწავლებელი ცუდ ხმებს ავრცელებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებასთან არსებულ წიგნებით მოვაჭრე კიოსკზე და შეგირდებს იქ ნივთების შეძენას უკრძალავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ვექილი გრიგოლ ბარათაშვილი ქუთაისის მომრიგებელ და ოლქის სასამართლოებში მასწავლებელ ვლადიმერ ნაცვლიშვილს სამოქალაქო უფლებების დაცვაში უსასყიდლოდ დაეხმარა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრმა მიხეილ ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ თანამდებობა დატოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ევგენი დავითის ძე ებრალიძე ლანჩხუთის რაიონის საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივანე ფილიპეს ძე ფხაკაძე ოზურგეთის რაიონის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ჰეიდარ-ბეგ შახტახტინსკი, თბილისის სამხარეო სასამართლოს უცროსი მოსამართლე, ნახიჩევანის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.

