რეგისტრირებული ფაქტები91336
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1931
ტიპი: თანამდებობა
1931 წელს ბესარიონ ივანეს ძე ყავრიშვილი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანი იყო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნული იყო, რომ საქართველოში საკათალიკოსოს მოსპობისა და ეგზარქოსობის შემოღების პერიოდში სასულიერო სემინარიებში მოისპო ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლება, ეს გამოწვეული იყო იქედან, რომ საქართველოს ეკლესიას პეტერბურგის უწმინდესი სინოდი განაგებდა, რომელიც რუსული ენის გავლენის გაზრდას ცდილობდა.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N2; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა წერილი გიმნაზიებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სავალალო მდგომარეობის შესახებ; სკოლებში ქართული ენის გაკვეთილები ტარდებოდა კვირაში მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ, ისიც მეექვსე გაკვეთილზე.
ტიპი: ღონისძიება
მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ „კრებული“ მიიღო და სთხოვა, მე-11 წიგნი მისთვის ხელახლა გაეგზავნა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის დეკემბერში ანასტასია წერეთელმა აკაკი წერეთელს ნათესავების მიერ მიწერილი წერილები გაუგზავნა და შეატყობინა, რომ ტელეგრამებს მის მაგივრად პასუხობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს რობერტ ბლეიკი თბილისში ინდოევროპულ ტელეგრაფის სადგურს ხელმძღვანელობდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილების თანახმად, 1908-1909 წლის საქმიანობის განსახილველად საზოგადოებამ აირჩია კომისია შემდეგი შემადგენლობით: ვლადიმერ ვაჩნაძე, დავით ჯორჯაძე, გიგო ქურდიანი, მარიამ გედევანიშვილი, მიხეილ ზაალიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 აპრილს პედსაბჭომ მონაწილეობა მიიღო თბილისის გიმნაზიის ყოფილი გამგის, ნინო ლომოურის დაკრძალვაში, პეტრე მირიანაშვილი და სეით იაშვილი გორში გაგზავნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ბ. გოკიელის სავაჭრო სახლში მოსწავლეებისთვის საკანცელარიო ნივთები ფასდაკლებით იყიდებოდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნის მაღაზიის კანცელარიის ქირასა და პატენტში 2 127 949 500 მანეთი დახარჯა, კანცელარიის ხარჯებში – 1 009 510 000, მაღაზიის ხარჯებში – 334 455 000, მდივნის წლიურმა ხელფასმა 2 183 116 400 მანეთი შეადგინა, ბუღალტრის ხელფასმა – 3 461 440 800, ბიბლიოთეკარისამ – 1 619 346 000, ხოლო ბიბლიოთეკარის თანაშემწისამ – 1 256 052 000 მანეთი.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის დეკემბერში გიორგი წერეთელმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ ოლივერ და თომას უორდროპები დღესასწაულებზე გურიაში მიდიოდნენ ხალხის ადათები შესასწავლად.

