რეგისტრირებული ფაქტები92182
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: ნასამართლეობა
1911 წელს ფარნა გეგელიას ორ წელიწად-ნახევრით გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილმა და მიხეილ ივანეს ძე ანანიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ესტატე გიორგის ძე ავალიშვილმა, აქვსენტი ფარნაოზის ძე აფაქიძემ და ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვასილ ყარამანის ძე და გიორგი ყაფლანის ძე ბოლქვაძეებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს აკაკი წერეთელმა ივანე ელიაშვილს წიგნი „ჩემი ნაწერები“ გაუგზავნა და მისწერა, რომ სარჩევსა და ბოლო 16 გვერდს მოგვიანებით გადასცემდნენ.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 6 ოქტომბერს ივანე ირაკლის ძე პურადაშვილი ქუთაისის დრამატული თეატრის გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გედევან აბულაძემ და სარდიონ ბერძულმა სოფ. ძევრის სკოლას ორსართულიანი ქვის შენობა ორი წლით უფასოდ დაუთმეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემას აპირებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის მაზრის მსხვილ მემამულეთა კრებაზე დეპუტატების ამომრჩევლებად ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი და ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი აირჩიაეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის საქალაქო არჩევნებზე კარლო სიმონის ძე ჩხეიძის მომხრეებმა გაიმარჯვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფარნა გეგელიას პრინც მიურატის მამულში აგრარული მოძრაობის მეთაურობას აბრალებდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ხარჯთაღრიცხვაში ალექსანდრე ხახანაშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 1800 მანეთი გამოყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდში გლეხ რწმუნებულების კრებაზე დეპუტატების ამომრჩევლად ი. კვარაცხელია დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატების ამომრჩევლად ივანე მიქელაძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატთა ამომრჩევლებად კიტი მხეიძე, დეისმა ჩიჩუა და კალისტრატე კობახიძე დაასახელეს.

