საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93591

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გაზეთ „კვალის“ გამომწერებს საჩუქრად დაურიგდათ გიორგი წერეთლის რომანი „გულქან“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თონეთში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს ივანე ჩიბალაშვილთან შეეძლოთ. 

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თელავში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს მიხეილ ცისკარიშვილთან შეეძლოთ. 

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს საჩხერეში ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ყარამან ჩხეიძესთან, თონეთში – ივანე ჩიბალაშვილთან, ყვირილაში – ალექსანდრე არაბიძის წიგნის მაღაზიაში, ხაშურში კი – იოსებ ფანცულაიასთან.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს საჩხერეში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს ყარამან ჩხეიძესთან შეეძლოთ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გერ. კალანდაძე ბათუმის პავილიონში მუშაობდა. 

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე არაბიძეს ყვირილაში წიგნის მაღაზია ჰქონდა. 

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქუთაისში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვარლამ ჭილაძისა და ვასილ ბეჟანეიშვილის წიგნის მაღაზიებსა და მიტროფანე ლაღიძესთან ზელტერის წყლის ქარხანაში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს კონსტანტინე თავართქილაძის ახალი წიგნი გამოიცა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ავქსენტი ცაგარლის „დრამატული თხზულებანი“ გამოიცა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვარლამ ჭილაძეს ქუთაისში წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვასილ იოსების ძე ბეჟანეიშვილს ქუთაისში წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 5 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს 1948 წლის „დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან“ საჭირო მასალის ამოღება და გერმანიაში გადაგზავნა შესთავაზა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 23 ოქტომბერს ლევან გიორგის ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „ირაკლი წერეთლის „ფინანსიური მოსაზრებანი“, რომელშიც განიხილავს ირაკლი წერეთლის განცხადებას ჯარის დაფინანსების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ეროვნული ომი (ნაციონალისტის მრწამსი)“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „პარტიის კონფერენცია“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს გიორგი ვეშაპელმა ბათუმში ლექციაზე წაიკითხა მოხსენება „ეროვნული ომი (ნაციონალისტის მრწამსი)“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სამშობლოს დაცვა“ (მე-2 ნაწილი).

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში ვენიდან გიორგი მაჩაბელმა წერილი გამოუგზავნა რევაზ გაბაშვილს, რომელშიც ლაპარაკობს ჯარის ჩამოყალიბებაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „ქართული ლეგიონის ისტორიიდან“ (I ნაწილი).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ისტორიიდან“ (II ნაწილი).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ისტორიიდან“ (III ნაწილი).

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტარასი გრიგოლის ძე ახვლედიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ლასურიაშსა და მოხაშში მდებარე 34 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე დავითის ძე ბაკურაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ლეჩხუმის მაზრის სოფელ თაბორში მდებარე 5 დესეტინა და 750 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.