რეგისტრირებული ფაქტები87235
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს გიორგი მაზნიაშვილმა სამტრედიაში მიიღო ცნობა, რომ ბათუმი ოსმალებს ჩაბარდა. მე-4 ქვეითმა ლეგიონმა თავისი ნებით მიატოვა პოზიციები და ოზურგეთისკენ გაიქცა. მე-2 ქართული ლეგიონი, რომელიც ბათუმის აღმოსავლეთით იდგა, მშვიდობით გავიდა ქალაქიდან და სადგურ ქობულეთთან დაბანაკდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ხიდისთავში გამართულ კომუნისტთა პირველ კრებაზე ალექსანდრე სულხანიშვილსა და შარაშენიძეს დამსწრე ხალხმა იარაღი ჩამოართვა. სულხანიშვილმა ამ ფაქტის შესახებ ბათუმში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს აცნობა, რის შემდეგაც მათ იარაღი დაუბრუნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს გიორგი მაზნიაშვილი ჩაქვში ჩასვლას გეგმავდა. მან არჩილ ფურცელაძისა და სერგო კარგარეთელის მეთაურობით თავი მოუყარა პარტიზან ფედერალისტებს და შექმნა რაზმი, რომელსაც ოსმალებისთვის სამტრედიიდან უნდა შეეტია.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წლის 21 სექტემბერს გერმანე მათითაშვილი ტროცკისტულ მოძრაობასთან დაკავშირებით დაკითხეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს 16 წლის სოსო ჯუღაშვილი სიმონ ქვარიანის მიერ დაარსებულ ფარულ წრეზე პერიოდულად დადიოდა და დისკუსიაშიც მონაწილეობდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-16 წელს სამსონ მუმულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლაში ასწავლიდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლის პედაგოგი სამსონ მუმულია 8 წელი სენაკის მაზრაში ასწავლიდა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს აგრაფინა ფოცხვერაშვილი ალაგირის ქართულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს გ. უტურაშვილი ალაგირის ქართულ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ამავდროულად სკოლის ქოროსაც ხელმძღვანელობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლიდან არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი მსახურობდა სხვადასხვა საბჭოთა დაწესებულებაში.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისში მთავრობამ ივანე ცომაიას დაპატიმრება სცადა, რის გამოც მან არალეგალური ცხოვრება დაიწყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა ვასილ გიორგაძის მონოგრაფია „სასულიერო პოეტები: იოვანე საბანისძე, ივანე მინჩხი და ფილიპე“, სერგი მაკალათიას „ატენის სიონი“ (ატენის სიონის აღწერილობა. შენიშვნა სქოლიოში: წაკითხულია საარქეოლოგიო სემინარიაში), ლექსები: ბარბარე (ბაბილინა) ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილის „ცოცხალი თაიგული“ და „მგზავრი“ , ილია სიხარულიძის „ღელვა“ და „ცისფერი მადამი“, ვ. გორგაძის „არ-ესა“, ს. აბულაძის ეტიუდი, დემნა შენგელაიას ჩანახატი „ვერ დამიმონებ“.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა: პლ. გურიელის „ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობა“, ა. შილაკაძის „ხელოვნების ისტორიიდან: (ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენის გამო)“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოწყობილ ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას, მსოფლიო და ქართული ხელოვნების ზოგად განხილვას ეხებოდა.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს დაპატიმრებული ამბროსი გაჩეჩილაძის ძმა, ირაკლი გაჩეჩილაძე ცხოვრობდა თბილისში.

