რეგისტრირებული ფაქტები80208
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობამ განიხილა ვასილ ბეჟანიშვილის თხოვნა ვალის სანაცვლოდ მისგან წიგნების მიღების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბეჟანიშვილს უნდა წარედგინა წიგნების სია ფასისა და ეგზემპლარების რაოდენობის მითითებით.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს დაევალა, რომ ოლღა გურამიშვილისთვის ეთხოვა 30 ათასი მანეთის ვექსილის ნაცვლად საზოგადოებისთვის ვალდებულების ქაღალდი გადაეცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ზუგდიდის ახალ ქართულ სკოლას გამგეობამ 300 მანეთი გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გერგეთის მოსახლეობას მეორე მასწავლებლის მოწვევის მიზეზით შენობის გაფართოებაზე უსახსრობის გამო უარი უთხრეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქმისმწარმოებელ ვარლამ ბურჯანაძის თხოვნა ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დაარსებისა და გამგებლობის 300 ინსტრუქციის დაბეჭდვის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წელს შაქრო შავიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, რაკი სამსახურიდან გათავისუფლებული იქნებოდა, დახმარება მიეცათ, რომ სოფელში გადასახლებულიყო. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას წინასწარ მიღებული 1 თუმანი და 155 მანეთი შემწეობად ჩაეთვლებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობი სექციის დადგენილება გორდის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის ერთი თუმნის წიგნების მიცემის შესახებ. საზოგადოებამ სექციის განცხადება დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობი სექციის დადგენილება ზაფხულში სოფლებში სახალხო ლექციების ჩატარების შესახებ. ფუტკრებისა და ცხოველების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ადამიანთა კოოპერაციის შესახებ ლექციების წაკითხვა ილია ნაკაშიძეს დაავალეს, ხოლო საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ – ვარლამ ბურჯანაძეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება წინარეხის სკოლისთვის 200 მანეთის ნივთების შეძენის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ივანე იოსების ძე გიუნაშვილისთვის წინარეხის სკოლის გასარემონტებლად 100 მანეთი ესესხებინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს საზოგადოების გამგეობის 1915 წლის ანგარიში. მოისმინეს სარევიზიო კომისიის მოხსენება გამგეობის 1915 წლის მოქმედების შესახებ და გამგეობის განმარტება თითოეულ შენიშვნაზე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 24 დეკემბრიდან დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის, მოადგილე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ნინო სვიმონის ასული რცხილაძე და არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატები იყვნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა დამატებითი ხარჯის თავიდან ასარიდებლად ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებლის გაგზავნაზე უარი განაცხადა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობის კრებაზე გადაწყდა, წინარეხის სკოლის მზრუნველად ვანო მარჯანიძე დაემტკიცებინათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად გერგეთის სკოლას წიგნები, სურათები და სხვა სასწავლო ნივთები გადასცეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, პოლიევკტი ლაზარეს ძე კიკალიშვილი, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება თელავის სკოლისთვის მესამე მასწავლებლის მიწვევის შესახებ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ: შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გიორგი იესეს ძე ცინცაძე.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი, დეკანოზი ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძე, გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მდივანი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნიკოლოზ ცხვედაძემ ლუკა რაზიკაშვილს 5 თუმანი ასესხა. ეს თანხა მისთვის ნაშრომებში აღებული ჰონორარიდან უნდა ჩამოეჭრათ.